სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება

მეურნეობა

საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 13 მარტს, სასტუმროში „ჰუალინგი“ შეხვედრაზე იწვევს სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებს და აგრომწარმოებლებს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს.

შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოტენციალს გაეცნობიან. სასტუმროების წარმომადგენლებსა და მეწარმეებს საშუალება ექნებათ გაცვალონ ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ, რაც საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის სასტუმროებისთვის მიწოდებას გულისხმობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების მიზნით, ქართული პროდუქციის წარმოების ზრდის, საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის, ბაზრების დივერსიფიკაციისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებენ.

„ქართულია და კარგია“ ხელისუფლების გზავნილია ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს. ტელ: 2470101, 1501

თქვენი რეკლამა