სომხეთში აგროპროდუქტების რეალიზაციის პრობლემაა

217 Views

სომხეთის სასოფლო სამეურნეო სფეროში მთავარი პრობლემა პროდუქციის რეალიზაციაა, განაცხადა მომხმარებელთა საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, კარენ ჩილინგარიანმა.

„გასაღების ბაზარი სომხეთში მცირეა, ამის გამო ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა ექმნებათ, ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზარი რუსეთია, მაგრამ მასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა საქართველოზე გადის-ეს ზემო ლარსია, რომელიც წლის მესამედი პერიოდის განმავლობაში დაკეტილი ან ძნელად გასავლელია“-აღნიშნა კარენ ჩილინგარიანმა.

მისივე სიტყვებით, ასევე პრობლემას ქმნის მოქმედი დაბეგვრის სისტემა, გარდა ამისა სომხეთში არ ხორციელდება აგროდაზღვევა.

„ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ დაზღვევის სფერო მთელ რიგ რისკებთან არის დაკავშირებული, და აქედან გამომდინარე ჯერჯერობით პრობლემა გადაუჭრელია“-დაამატა კარენ ჩილინგარიანმა.

წინა კვირას ბრიტანული ორგანიზაციის oxfam-ის, სომხეთის ოფისმა, სასოფლო სამეურნეო ალიანსთან ერთად, გამართა ფერმერთა კონგრესი, რომელზეც განხილული იქნა ეს და სხვა პრობლემური საკითხები.

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ლიპოსამი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB