შვეიცარიული შოკოლადი და ქართული თხილი

360 Views

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch​ საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს.

ის, რომ პირველი უცხოური ინვესტიციის განხორციელების ადგილად კომპანიამ საქართველო შეარჩია, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და Camille Bloch-ის აღმასრულებელ დირექტორის, დანიელ ბლოხის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

Camille Bloch​-მა უკვე მოიძია 650 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანია, თხილის კულტივაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელოს, რასაც, კომპანიის ცნობით, გაზრდილი პროდუქტიულობა, მცენარის გამძლეობისა და მოსავლიანობის ზრდა მოჰყვება.

ინვესტიციის ფარგლებში კომპანია 40-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ასევე აპირებს დასაქმებულთა გადამზადებას და ნოუ ჰაუს გავრცელებას თხილის სხვა მწარმოებლებისთვის,” – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ქართულ თხილს კომპანია ცნობილი პროდუქტის „რაგუსას“ წარმოებაში გამოიყენებს, ეს შოკოლადი პირველად ბაზარზე რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა.

თხილი, შოკოლადი, შვეიცარია, საქართველო

Camille Bloch-ის ხელმძღვანელი პროექტის წარმატებაში დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ მისი განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი, რომელსაც არსებობის 80-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი ექსპორტზე გადის.

შოკოლადი

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ლიპოსამი – ბიოაგრო
კრედო ბანკი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB