ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 2019 წლის ექსპორტი

73 Views

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 17%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 17% (4114972 ბოთლი), ჩინეთი – 2% (7089259 ბოთლი), აშშ – 48% (678148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი – 60% (168307 ბოთლი).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა – 45% (708408 ბოთლი), გერმანია – 40% (671 453 ბოთლი), ბელარუსი – 74% (2787065 ბოთლი), ისრაელი – 80% (324700 ბოთლი), ესტონეთი – 20% (693248 ბოთლი), რუსეთი – 9% (58384540 ბოთლი), მოლდოვა – 8738% (625724 ბოთლი), ნიდერლანდები – 17% (96464 ბოთლი), ჩეხეთი – 34% (83136 ბოთლი), შვედეთი – 636% (92214 ბოთლი), ბულგარეთი – 30% (34734 ბოთლი), მონღოლეთი – 40% (297576 ბოთლი) და ა.შ.

2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 38%).

დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია: „ქინძმარაული” – 17418683 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი” – 5160309 ბოთლი, „წინანდალი” – 4407563 ბოთლი ,  „ახაშენი” – 1577823 ბოთლი ,  „ხვანჭკარა” – 1011887 ბოთლი, „ტვიში” – 298509 ბოთლი და ა.შ.

მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 345 მლნ აშშ დოლარი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ლიპოსამი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB