თხილის ექსპორტის ღირებულება მზარდია – ბოლო მონაცემებით, საქართველოდან 74.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 7.5 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულება 62%-ით (28.6 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
1 კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 9.95$-ია, რაც 69%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია:
- იტალია (2.1 ათასი ტონა);
- ესპანეთი (672.2 ტონა);
- გერმანია (663.9 ტონა);
- სირია (525.1 ტონა);
- საფრანგეთი (423.4 ტონა);
- საბერძნეთი (339.6 ტონა);
- რუსეთი (326.4 ტონა);
- ჩეხეთი (310.0ტონა);
- სომხეთი (260.9 ტონა);
- თურქეთი (201.2 ტონა).

