საქართველოდან 3.2 მლნ აშშ დოლარის დაფნის ფოთოლია ექსპორტირებული

დაფნის, ფოთოლი, ექსპორტი, საქართველო

2026 წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 803 ტონა დაფნის ფოთოლი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული დაფნის ფოთლის რაოდენობა 60%-ით (301 ტონა), ხოლო ღირებულება 51%-ით (1.1 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

2021 წლიდან მზარდია დაფნის ფოთლის საექსპორტო ფასიც, რომელმაც 2025 წელს კილოგრამზე 4.2 აშშ დოლარს მიაღწია.

დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (68%) და რუსეთი (22%).

დაფნა – დაფნის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა