ყაზახეთის სასურსათო კორპორაცია მზადაა აზერბაიჯანში 1 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი შეიტანოს.
ისტორიულად, ყაზახეთს აზერბაიჯანში 1 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი ახორციელებდაა. თუმცა, ბოლო წლებში მიწოდება მკვეთრად შემცირდა.
2023/24 მარკეტინგული წლის დასაწყისიდან ყაზახური ხორბლის ექსპორტმა ამ ქვეყანაში მხოლოდ 8 ათასი ტონა შეადგინა.
ამჟამად ყაზახეთის სასურსათო კორპორაცია მუშაობს ადრინდელ პოზიციებზე დაბრუნების მექანიზმებზე, რათა ყაზახური ხორბალი ისევ კონკურენტუნარიანი გახადოს აზერბაიჯანის ბაზარზე. ამის შესახებ სასურსათო კორპორაციის გამგეობის თავმჯდომარემ ასილხან ჯუვაშევმა ბაქოში სოფლის მეურნეობის ფორუმზე განაცხადა.
მან შესთავაზა ძირითადი მიწოდების განხორციელება სს Ak Biday-Terminal-ის მეშვეობით, რომელიც სპეციალიზირებულია მარცვლეული კულტურების და სიმინდის გადაზიდვა-შენახვაში. კომპანია, რომლის ერთადერთი აქციონერი ყაზახეთის სასურსათო კორპორაციაა და რომელიც მარცვლეულის ტერმინალების სისტემას მართავს ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ირანში. ეს არის ტერმინალი აქტაუს პორტში (ყაზახეთი), შპს Baku Grain Terminal LLC (აზერბაიჯანი) და Amirabad Grain Terminal Kish LLC (ირანი).
ა. ჯუვაშევმა აღნიშნა, რომ მკაფიოდ სტრუქტურირებული და წარმატებით მოქმედი მარცვლეულის შენახვისა და მარკეტინგის სისტემა, აზერბაიჯანში ხორბლის ეფექტური მიწოდების საშუალებას იძლევა.