ყაზახეთი „უკავშირდება“ ევროპას. 2030 წლისთვის ან შესაძლოა უფრო ადრე, აქტაუში საკონტეინერო ტერმინალი აშენდება.
ყაზახურ-გერმანული ბიზნეს ფორუმის დროს, გერმანული კომპანია Rhenus SE & Co. KG -ის გენერალურმა დირექტორმა საკონტეინერო ტერმინალის აშენების გეგმების შესახებ განაცხადა, ტერმინალი ყაზახეთს ევროპასთან „დააკავშირებს“.
„ტრანსკასპიური მარშრუტის ქვეყნებში პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ მდგრადი და ეკონომიური ლოგისტიკური გადაწყვეტილებები ჩვენს მომხმარებლებს, როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს ყაზახეთის დაკავშირებას კასპიის ზღვის გავლით სამხრეთ კავკასიასთან, თურქეთთან და ევროპაში ტერმინალების ქსელთან, რაც ხელს შეუწყობს მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოებას და მხარს უჭერს ევროკავშირის ტრანსპორტირების დივერსიფიკაციის სტრატეგიას“, – თქვა ტობიას ბარცმა, გერმანული მსხვილი ლოჯისტიკური კომპანია Rhenus SE & Co. KG -ის გენერალურმა დირექტორმა.
APK News-ის ცნობით, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს აქტაუს პორტთან და ყაზახეთის რკინიგზასთან, რომელიც ითვალისწინებს საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობას 2030 წლისთვის ან შესაძლოა უფრო ადრე, პროგრესიდან გამომდინარე.