
ყაზახეთმა პირველად განახორციელა არასანედლეულო პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში, მულტიმოდალური სერვისის გამოყენებით და საქართველოზე გავლით.
KTZ Express-მა (სს NC KTZ-ის შვილობილი კომპანია) გააფართოვა ტრანსპორტის გეოგრაფია საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში, აშშ-ში არასანედლეულო ტვირთის ექსპორტით. ამ პროექტის განხორციელება ახალ პერსპექტივებს უხსნის ყაზახეთის ექსპორტს და ქვეყნის სავაჭრო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს აფართოებს, იტყობინება KTZ-ის პრესსამსახური.
საექსპორტო სატრანსპორტო მარშრუტი ყაზახეთის ქალაქ ალმათიდან დაიწყო, აქტაუს პორტში (ყაზახეთი) პროდუქცია გადატვირთეს გემზე და ზღვით მიიტანეს ალიათის პორტში (აზერბაიჯანი), აქედან ტვირთი ფოთის პორტში (საქართველო) ჩავიდა.
ფოთის პორტში გემებზე გადაიტვირთა და აქედან ზღვით საბოლოო დანიშნულებამდე – ქალაქ ჰიუსტონი (აშშ), სადაც 2025 წლის 16 თებერვალს ჩავიდა. მულტიმოდალური სერვისით გადაზიდვის დრომ ყაზახეთიდან აშშ-მდე 68 დღე შეადგინა.
ამ გადაზიდვაში KTZ Express-მა სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სერვისების სრულ სპექტრი უზრუნველყო, მათ შორის ტვირთის დაზღვევა, კონტეინერების მიწოდება და წინასწარი დეკლარილება.