ევროკავშირში ბატატის ექსპორტით ეგვიპტე ლიდერობს

ბატატი

ევროკავშირში ბატატის მომწოდებლების რეიტინგში ეგვიპტემ აშშ-ს გაუსწრო და პირველად მოექცა სათავეში.

2023/24 წლების სეზონში ეგვიპტემ ევროკავშირში ბატატის ექსპორტის რეკორდი განაახლა, საბოლოოდ ამ მიმართულებით მიწოდების მოცულობით შეერთებულ შტატებს გაუსწრო, იუწყება EastFruit. ეს შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის ბაზარზე ეგვიპტელი ექსპორტიორების მთავარ მიღწევად.

2023/24 სეზონის 11 თვის განმავლობაში (2023 წლის ივლისი – 2024 წლის მაისი) ეგვიპტემ ევროკავშირში 109 ათასი ტონა ბატატი გაიტანა, ექსპორტმა 45%-ით გადააჭარბა წინა სეზონის შედეგს, ხოლო 2018/19 წლების სეზონთან შედარებით მისი მოცულობა თითქმის 10-ჯერ გაიზარდა!

ეგვიპტური ბატატის ძირითად ბაზარად ევროკავშირში ნიდერლანდები დარჩა, თუმცა უფრო მცირე წილით, ვიდრე წინა სეზონებში. ნიდერლანდებში 2023/24 სეზონში ეგვიპტური ტკბილი კარტოფილის იმპორტი 29%-ით გაიზარდა, რუმინეთშიი და იტალიაში – 50-60%-ით, საფრანგეთში – 70%-ით, სლოვენიაში – ორჯერ, გერმანიაში – 2,5-ჯერ და ესპანეთში. – 4,5 ჯერ!

მთლიანობაში, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე, ევროკავშირის ქვეყნებმა ბატატის რეკორდული 219 ათასი ტონა იმპორტი განახორციელეს, ამ იმპორტის მოცულობის თითქმის ნახევარს ეგვიპტე უზრუნველყოფს. ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის ბაზარზე ამ დრომდე მხოლოდ 78 ათასი ტონა ტკბილი კარტოფილი გაიტანა, რაც წინა მთლიანი სეზონის მესამედზე ნაკლებია.

2018/19 სეზონში შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირში 86 ათასი ტონა ბატატი გაიტანა, ეგვიპტემ კი თითქმის რვაჯერ ნაკლები – დაახლოებით 11 ათასი ტონა.

იხილეთ აგრეთვე: ბატატი ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი

თქვენი რეკლამა