აზერბაიჯანში სათბურების ფართობი 1,6 ათასი ჰექტარია

აზერბაიჯანში, სათბურები

აზერბაიჯანში სათბურების ფართობი 2024 წლის დასაწყისში 1,6 ათასი ჰექტარია.

აზერბაიჯანში 2023 წელს სასათბურე მეურნეობებში მოყვანილი პომიდვრის მოცულობამ 268,9 ათასი ტონა შეადგინა, – განუცხადა Interfax-Azerbaijan-ს ქვეყნის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აზერბაიჯანში არსებობდა 3228 სასათბურე მეურნეობა საერთო ფართობით 1,6 ათასი ჰექტარი, რომლებშიც 2023 წელს მოიყვანეს 268,9 ათასი ტონა პომიდორი, 10,4 ათასი ტონა კიტრი, 590,6 ტონა სოკო, 33 ტონა ხახვი, 22,8 ტონა კომბოსტო, 21,9 ტონა ლობიო, 13,2 ტონა წიწაკა, 7,8 ტონა ბადრიჯანი, 2,9 ტონა ნიორი და 193,6 ტონა მარწყვი.

მოსავლის უმეტესი ნაწილი აიღეს აბშერონის, შამკირის, სალიანის, საბუნჩუს, ბინაგადის, სამუხის, ტოვუზის, ქურდამირის და საბირაბადის რეგიონების სასათბურე მეურნეობებში.

იხილეთ აგრეთვე: მარტივი და ენერგოეფექტური სათბურები

თქვენი რეკლამა