აზერბაიჯანი ჩინეთში თხილისა და ნუშის ექსპორტისთვის ემზადება

თხილი, ნუში, აზერბაიჯანი, ჩინეთი

აზერბაიჯანი აქტიურ ზომებს იღებს თხილის, ნუშის და ქათმის პროდუქტების ჩინეთში ექსპორტის ორგანიზებისთვის.

აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის, აკბერ ალიევის თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა დამყარდა ჩინეთის საბაჟოების გენერალურ ადმინისტრაციასთან. „ამჟამად ვმუშაობთ ექსპორტის მარეგულირებელი პროტოკოლების კოორდინაციაზე და ვვარაუდობთ, რომ მათ ხელმოწერას წლის ბოლომდე მოვახერხებთ“, – აღნიშნა ა. ალიევმა.

ბოლო წლებში აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის სექტორში, განსაკუთრებით კი მოსავლის წარმოებაში, სტაბილური ზრდა შეინიშნება. ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია თხილის, რომელიც აზერბაიჯანული ექსპორტის მნიშვნელოვანი პროდუქტია, აღნიშნავს Abc.az.

„ჩვენ უკვე გავუგზავნეთ საჭირო დოკუმენტაცია და ტექნიკური მოთხოვნები ჩინურ მხარეს. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ადგილობრივ მწარმოებლებთან, რათა მათ შეძლონ თავიანთი პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა“, – განაცხადა ხელმძღვანელმა.

ა. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2024 წელს აზერბაიჯანმა მიიღო ფრინველის გრიპისგან თავისუფალი ქვეყნის ოფიციალური სტატუსი. ეს მას გზას უხსნის ჩინეთის ბაზარზე არა მხოლოდ თხილის, არამედ ქათმის პროდუქტების მიწოდებისთვისაც.

„ყველა პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ, ვგეგმავთ ჩინეთში ისეთი პროდუქციის ექსპორტის დაწყებას, რომელიც ჩინური მხარის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ჩვენ ეტაპობრივად და მეწარმეებთან და სპეციალიზებულ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვმუშაობთ“, – დასძინა მან.

კაკლოვნები, მათ შორის თხილი, აზერბაიჯანის სპეციფიკური პროდუქტია, რომელიც თხილის წარმოებაში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.

თქვენი რეკლამა