მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის

მიწის, გასხვისება

გუშინ,  პარლამენტში „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილეს.

როგორც მომხსენებელმა ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის მომზადების მიზანია კანონში ისეთი ობიექტური შემთხვევების გათვალისწინება, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომერციულ ბანკებს, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით და საბანკო საქმიანობის ფარგლებში განსაზღვრული პირობით, გარდამავალ ეტაპზე, მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების შეძენის ლეგიტიმური უფლებამოსილება.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში.

ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებით, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

„მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტაციით უნდა მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელმაც საკითხის შესწავლის შემდგომ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით და დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უნდა წარუდგენს საქართველოს მთავრობას“, -აღნიჩნა მომხსენებელმა.

თქვენი რეკლამა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.