ბოლო დროს საქართველოში გაჩენილი პერმანენტული ხანძრები უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფაა ქვეყნისათვის. ამ კატასტროფული ზიანის შედეგების აღმოფხვრას თაობები დასჭირდება, ამიტომ ჩვენი ქვეყნის ისედაც დაზიანებული ეკოსისტემის რეაბილიტაციაზე ზრუნვა დაუყონებლივ, დღესვე, უნდა დაიწყოს.
ამა წლის 22 აგვისტოს ამ საკითხთთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მოძრაობამ „სახალხო თვითმმართველობამ“ და სამებაღეო კომპანია „სუპერ მოურავმა“ დაანონსეს ერთობლივი სოციალური პროექტის – „დარგე ერთი ხე დღესვე“ დაწყება.
პროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ დარგოს თითო ნარგავი მაინც საქართველოს ყველა რაიონში, ქალაქში, დაბასა თუ სოფელში.
პროექტის ფარგლებში მოხდება მსურველების ნარგავებით უფასო უზრუნველყოფა, სამებაღეო კომპანია
„სუპერ მოურავის“ სპეციალისტები უსასყიდლოდ დაეხმარებიან მათ დარგვის ორგანიზებაში და მისცემენ პროფესიონალურ რჩევებს ნარგავების შემდგომი მოვლის შესახებ. ასევე მოხდება პროექტის ყველა მონაწილის სახელობითი განთავსება სამოქალაქო აქტივობის ეროვნულ სიაში, სამოქალაქო აქტივობის სიგელი გადაეცემა ყველა შემომწირველს თუ მოხალისე მონაწილეს და გამოქვეყნდება საჯაროდ.
პროექტის განხორციელების ფარგლებში მომზადდება პეტიცია, რომლის მთავარი მოთხოვნა იქნება – 2018 წელი გამოცხადდეს ეკოლოგიიის წლად საქართველოში და დაწესდეს წელიწადში ერთი დღე, აბსოლუტურად თავისუფალი სატრანსპორტო საშუალებების მუშაობისგან და ეწოდოს მას მწვანე დღე.
პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მედია მხარაჭერა, იმედს გამოვთქვამთ, ბეჭდური თუ ელექტრონული მედია გულისყურით მოეკიდება ამ წამოწყებას და დაგვეხმარება საზოგადოებამდე მივიტანოთ ინფორმაცია პროექტის განხორციელებისა და მიმდინარეობის შესახებ.
სოციალური პროექტი დაიწყო, პროექტი იყოფა ორ ნაწილად.
პირველი ეტაპი:
2017 წლის 4 სექტემბერი -10 ოქტომბერი : საორგანიზაციო საკითხები, პეტიციის ტექსტის შედგენა და ხელმოწერების დაწყება, შემოწირულობების კონსოლიდაცია, საზოგადოების ინფორმირება პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
მეორე ეტაპი:
ა) 2017 წლის 10 ოქტომბერი – 30 ნოემბერი (თბილისი და შემოგარენი): მსურველებისთვის ნარგავების დარიგება, დარგვაში დახმარება და შემდგომი მოვლის ინსტრუქციის გადაცემა, პეტიციის ხელმოწერების დამთავრება და კომპეტენტური ორგანოსთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენა. პროექტის პირველი ეტაპის შედეგების პრეზენტაცია.
ბ) 2018 წლის 10 თებერვალი – 30 მაისი (თბილისი და რეგიონები): შემოწირულობების კონსოლიდაცია, მსურველებისთვის ნარგავების დარიგება, დარგვაში დახმარება და შემდგომი მოვლის ინსტრუქციის გადაცემა. პროექტის შედეგების პრეზენტაცია.
პროექტის მდინარეობისას ყველა ფინანსური ხარჯი (უკანასკნელ თეთრამდე ) პერიოდულად გამოქვეყნდება და მიეწოდება საზოგადოებას ყველა ტიპის მედია საშუალებებით.
პროექტის მიმდინარეობის მექანიზმი ასეთია: ხის დარგვის მსურველი რეკავს ცხელ ხაზზე და გამოთქვამს სურვილს დარგოს თავის კუთვნილ ტერიტორიაზე ხე-მცენარე. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ნარგავების ადგილზე მიტანას და დარგვას, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ნარგავების გატანაც და საკუთარი შეხედულებისამებრ დარგვა მოხალისეების მიერ.
დასარგავი ხე-მცენარეების ჩამონათვალი: ელდარის ფიჭვი, შავი ფიჭვი, კედარი, კვიპაროსი, მუხა, ცაცხვი, ჭადარი და სხვ. ნერგების ასაკი – 2-3 წელი. მიწოდების ფორმა – მიწის კომით ან ქოთნით.
პროექტის განხორციელება მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეების და ორგანიზაციების სოციალურ აქტიობაზე და ფინანსურ შემოწირულობებზე.
გამოვთქვამთ რწმენას, რომ პროექტის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესს ორგანიზაციები, გამწვანების სფეროში დაკავებული კომპანიები, სანერგეები, რიგითი მოქალაქეები და ჩვენი ემიგრაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
გარწმუნებთ, რომ თქვენს მიერ გაღებული თვითოეული თეთრი მოხმარდება ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ბევრი ჩვენთაგანი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესის განხორციელებაში.
„დარგე ერთი ხე დღესვე“ https://www.facebook.com/dargeerti/
ა(ა)იპ „სახალხო თვითმმართველობის“ თავჯდომარე: გიორგი (გოგი) ლორთქიფანიძე
საკონტაქტო ნომრები: +995 592 10 10 84; +995 591 27 49 49.