უკრაინული კომპანია საქართველოსთან საბორნე მიმოსვლას გეგმავს

ტრანსკასპიური, სატრანსპორტო, მარშრუტი

სს „უკრზალიზნიცია“ (Укрзалізниця) აპირებს ტვირთების ტრანსპორტირების საერთაშორისო ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გადაზიდვებს შეუერთდეს. კერძოდ, საუბარია ფოთის პორტთან (საქართველო) საბორნე მომსახურების გაშვებაზე.

ამის შესახებ უკრაინული კომპანიის წარმომადგენლებმა 19 თებერვალს საექსპორტის ოფისის შეხვედრაზე განაცხადეს,-იტყობინება Rail.insider.

როგორც კომპანიის კომერციული სამუშაოების და ლოჯისტიკის დირექტორმა ტიმოფეი მურახოვსკიმ აღნიშნა, პროექტის განხორციელების ერთ-ერთი ნაბიჯი უნდა იყოს ახალი იურიდიული პირის UZ Cargo East-ის რეგისტრაცია ყაზახეთში. ასევე გამოყენებული იქნება ბორნები „გეროი პლევნი“ და „გეროი შიპკი“, რომელთა გადაცემასაც უკრზალიზნიცია ადრე გეგმავდა უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდში არაძირითადი აქტივების სახით.

გარდა ამისა, იგეგმება საზღვაო გადაზიდვებისთვის ცალკე ოპერატორის შექმნა.

„ჩვენ გავხდებით არა მხოლოდ სარკინიგზო, არამედ საზღვაო გადაზიდვების ოპერატორიც. საბოლოო მიზანია შევქმნათ დერეფანი, რომელიც ჩვენს კლიენტებს ჩინეთიდან ევროპისკენ გაუწევს მომსახურებას“, – განაცხადა თ.მურავიევსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბორნები გადაიტანენ არა მხოლოდ კონტეინერებს, არამედ ვაგონებსაც.

თქვენი რეკლამა