
2025 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტირებული იქნა 2,015 მილიონი დოლარის ღირებულების, 2278 ტონა ბროწეული.
ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, გასული წლის იანვართან შედარებით, ბროწეულის ექსპორტი ღირებულებით 525,9 ათასი აშშ დოლარით (35%), რაოდენობით კი 569 ტონით (33%) გაიზარდა.
2024 წლის იანვარში აზერბაიჯანმა 1,49 მილიონი დოლარის ღირებულების 1709 ტონა ბროწეული გაიტანა.
2025 წლის იანვარში ბროწეულის ექსპორტის წილმა აზერბაიჯანის მთლიან ექსპორტში 0,07% შეადგინა.
საანგარიშო თვეში 1 კგ ბროწეულის საშუალო საექსპორტო ფასმა 1,50 მანათი (0,882$) შეადგინა, რაც 0,02 მანათით (1,3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2024 წლის იანვარში 1 კგ ბროწეულის საექსპორტო საშუალო ფასი 1,48 მანათს (0,87$) შეადგენდა.
2025 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან უცხოურ ბაზრებზე 44710,1 ტონა სხვადასხვა ხილი იქნა ექსპორტირებული. 2024 წლის იანვართან შედარებით ხილის ექსპორტის მოცულობა 23,5%-ით, ხოლო ღირებულება 22,8%-ით გაიზარდა.
იხილეთ აგრეთვე: ბროწეული – დარგვა, მოვლა, მოყვანა