უკრაინაში 31.3 მილიონ ტონა სიმინდის მოსავალს ელოდებიან

სიმინდი, უკრაინა, პროგნოზი

უკრაინის ზოგიერთ რეგიონში ზაფხულის ნალექებმა, სიმინდის მოსავლის მდგომარეობა გააუმჯობესა.

დამოუკიდებელი ფასების სააგენტო ARGUS Media-ს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინა წელს 4.5 მილიონი ჰექტარიდან 31.3 მილიონ ტონა სიმინდის მოსავალს აიღებს, როგორც ამას სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური მიუთითებს.

ამის შესახებ ARGUS Media-ს ანალიტიკოსმა ალექსეი ერემინმა Trend&Hedge Club-ის შეხვედრის დროს განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, ახალ სეზონზე 26 მილიონი ტონა სიმინდის ექსპორტი შეიძლება, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ მოსავლის საზღვარგარეთ გაყიდვასთან დაკავშირებით სირთულეები შეიქმნება.

„გასულ წელთან შედარებით ახალ სეზონზე ბევრი სიმინდი იქნება, ექსპორტისთვის გვაქვს საკმარისი რაოდენობა, დღეს საკითხი მაღალი კონკურენციაა. 2025 წლის ზამთრის ბოლოს უკრაინაში სიმინდის ფასები გაიზარდა, მაგალითად, ამერიკაში კი დაეცა, ამიტომ ამერიკელებმა წაგვართვეს ის ბაზრები, სადაც ტრადიციულად ვიყავით წარმოდგენილი. სანამ თურქეთით ვიყავით დაკავებულები, აშშ თავისი სიმინდით ახალ ბაზრებზე შევიდა“, – განმარტა ექსპერტმა.

წყარო: agroportal.ua

თქვენი რეკლამა