ფერმერი გივი ხარებაშვილი, უკვე 9 წელია რაც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, ყვარელში ვენახები და სხვადასხვა კულტურის ხილის ბაღები მოჰყავს. ბატონი გივი ამბობს, რომ ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ძველ პროფესიაზე უარი თქვა და აგრარული კულტურის განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა. ფერმერს დაახლოებით 7 ჰექტარზე აქვს გაშენებული ხილის სახეობები: საფერავის ვენახი, ალუბალი, ალუჩა, ჩანდლერის კაკალი, ხურმა და ქლიავის ბაღები. ყველა ფერმერი განსხვავებულ პრიორიტეტს ირჩევს კულტურის შერჩევისას, ბატონი გივი ამბობს, რომ მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის, ნიადაგის ნაყოფიერებიდან გამომდინარე შეირჩა ყველა მისი კულტურა, გააკეთა ნიადაგის ანალიზი და აღმოაჩინა რომ ზოგიერთი მცენარის მოყვანა ძალიან რთული იყო და ბევრ შრომასა და გარჯას მოითხოვდა, ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, მოეყვანა ისეთი კულტურები რომლისგანაც მოგებას უფრო ადრე ნახავდა და ასევე მისი ნიადაგისთვის შესაფერისი და ხელმისაწვდომი იქნებოდა,
2019 წელს გაშენებული საფერავის ვენახებიდან, პირველი მოსავალი გასულ წელს მიიღო, ჰექტარზე 8 ტონა ნახევარი: „მეორე წელში ჩემმა ვენახმა თავისი ხარჯები აანაზღაურა, მესამე წელს უკვე მოგება მომცა, შარშან საჰექტროო 8 ტონა ნახევარი ავიღე რაც ძალიან კარგი შედეგია“. ფერმერი ამბობს, რომ წელს ჰექტარზე 10 ტონა ყურძნის აღებას შეძლებს ბარაქას დახმარებით.
რაც შეეხება ხილის ბაღებს, ფერმერი ამბობს რომ ხილის მოსავალმა 7-8 წლის თავზე დაიწყო სრულფასოვანი მსხმოიარობა და გასული წლის მოსავლით ძალიან კმაყოფილია. ალუჩის ბაღიდან ჰექტარზე 8 ტონა მოსავალი აიღო, ხურმის სამწლიანი ბაღიდან 5 ტონა პროდუქტი, ქლიავი ტონა ნახევარი, ალუბლის შარშანდელი მოსავალი, სამწლიანი ბაღიდან ტონა 200 მიიღო და ამ მონაცემებით ფერმერი გივი ხარებაშვილი ძალიან კმაყოფილია, ხოლო აპრილის უამინდო და ცივი დღეების მიუხედავად, წელს, უკეთეს შედეგებს ელოდება.
„ადრე მქონდა სხვადასხვა ბიზნესი, სხვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული, ახლა ვხვდები რომ ის საქმე სიამოვნებას არ მანიჭებდა, ჩემს ბაღებს კი ისე მივეჩვიე, რომ მივხვდი ეს არის ჩემი ადგილი, დილის 5 საათიდან ვაკითხავ ხეხილის ბაღებს და საკუთარი ხელით ვრწყავ, ვუვლი, სასოფლო სამუშაოებს კომპანია ბარაქასთან ერთად ვუძღვები, ვიღებ მათი აგრონომებისგან რჩევებსა და მითითებებს, ვსწავლობ მათგან ძალიან ბევრს და ეს პროცესი იმდენად მომწონს, რომ ნახევარ სამუშაოს ჩემი ხელით ვაკეთებ, ხეხილს ვსხლავ, ვუყრი სასუქს, ამ საღამოს ვიცი რომ უნდა მოვრწყა ალუბლის ბაღი, 200 ალუბალი მაქვს“ ამბობს ბატონი გივი ხარებაშვილი.
ბაღებზე ზრუნვა და სწორად ჩატარებული აგრარული ღონისძებები ყველა კულტურის მოსავლიანობის გარანტიას იძლევა, ფერმერი გივი ხარებაშვილი უკვე 2 წელია რაც ამ მიზნით კომპანია ბარაქასთან ურთიერთობს: „ ფილიალში წარმოდგენილი კონსულტანტები სულ მეხმარებიან, მომწონს მათი მომსახურეობის ხარისხი და ყურადღება, ფასიც მიასაღებია პირადად ჩემთვის, ჩემი თხოვნის გარეშეც მოდიან ადგილზე ნახულობენ ჩემს ვენახს და ბაღებს. რასაც მე ვერ ვამჩნევ, მჯერა, რომ მათ არ გამოეპარებათ, დღესაც მოინახულეს ჩემი ვენახი და მირჩიეს მიმდინარე წამლობისთვის პრეპარატები და ეს საქმეს ძალიან მიადვილებს, სწორად წარმართული წამლობებით მაქსიმალურ შედეგებს ვიღებ, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ“.
ფერმერი გივი ხარებაშვილი ყველა დამწყებ ფერმერს ურჩევს, რომ კულტურის შერჩევისას გადაწყვეტილება ნიადაგის ანალიზის მიხედვით მიიღოს, შეამოწმოს მის ნაკვეთში არსებული ელემენტები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მეურნეობის ამუშავება: „ ჩემი გამოცდილებით, უფრო ნაკლები შრომა და ნაკლები დამხმარე საშუალებების გამოყენება დასჭირდებათ, რაც ფინანსებთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, ნაკლები დაუჯდება მოყვანა წარმოება და მოგებასაც მეტს ნახავენ”.
გივი ხარებაშვილი აღნიშნავს, რომ ვინც სოფლის მეურნეობაშია ჩართული და რაიმეს აწარმოებს, ყველა ერთმანეთს ეხმარება და ხელს უწყობს, ზოგი ტექნიკით, ზოგი სწორი რჩევით: “ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთის გვერდში დგომა, სწორედ ეს არის საჭირო სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“.
გივი ხარებაშვილი, მისი ფერმერული საქმიანობის, მეორე ეტაპზე, გეგმავს, ქლიავისა და ხურმის ბაღების უზრუნველყოფით საჩირე მეურნეობის წამოწყებას, აპირებს საკუთარი პროდუქციით ჩირის წარმოებას და ამ მიმართულებით განვითარებას.
ბარაქა, ყველა ფერმერსა და მეწარმეს, უსურვებს ბარაქიან წელს და უხვ მოსავალს.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“. www.baraka.ge