
გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის (Destatis) მონაცემებით, 2024 წელს კენკრის მოსავალმა ახალი ბაზრისთვის 26 489 ტონა შეადგინა. ხოლო გადასამუშავებელი კენკრის გათვალისწინებით, მოსავალი 37 000 ტონა იყო. ეს არის ლურჯი მოცვი, ჟოლო, მაყვალი, მოცხარი და სხვა კენკროვნები.
ბოლო 6 წლის საშუალო მოსავალთან შედარებით ეს მოსავალი 10,5%-ით ნაკლებია. მცირე მოსავლის მიზეზი იყო ყინვები ყვავილობისას და წვიმები მოსავლის აღებისას.
ამის შესახებ Groenten&Fruit-ი იტყობინება.
2024 წელს გერმანიაში 15 100 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვი მოიკრიფა. ეს 1,5%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით, ხოლო ფართობი (3,5 ათასი ჰექტარი) 30 ჰექტრით გაიზარდა. აქედან 580 ჰექტარი ორგანულია. გერმანიაში ლურჯი მოცვის მოსავალი სტაბილურია.
ლურჯი მოცვის ფართობი ამჟამად 3500 ჰექტარია, 5 წლის წინ 3160 ჰექტარი იყო.
ლურჯი მოცვის შემდეგ წარმოების მოცულობით მეორე ადგილზეა ჟოლო – 7 000 ტონა. მისი წარმოება 4,4%-ით გაიზარდა. ეს კულტურა ყველაზე ხშირად მაღალ გვირაბებში იზრდება. მისი ფართობი 470 ჰექტარია.
მესამე ადგილზეა წითელი და თეთრი მოცხარი 6800 ტონით, რაც 20%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.
ორგანული მეურნეობაში მოსავლიანობა უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ჩვეულებრივ წარმოებაში. კლებამ 14,8% შეადგინა, ხოლო ფართობი 3,1%-ით გაიზარდა 2980 ჰექტარამდე. ეს არის გერმანიის კენკრის წარმოების ფარტობის 32,4%.
ორგანული წარმოებისთვის გერმანიაში პოპულარული კულტურაა შავი მოცხარი.