ევროპული ვაშლის ექსპორტი ლოჯისტიკური კრიზისის ფონზე სუსტდება

ექსპორტი, ვაშლი, ხურმა, თხილი

ევროპული ვაშლის ექსპორტი სულ უფრო რთულ პირობებში ხდება.

მიწოდების ჯაჭვში შეფერხებები, ტრანსპორტირების გაძვირება და ტრანზიტის დროის ზრდა მნიშვნელოვნად ამცირებს პროდუქციის კონკურენტუნარიანობას, განსაკუთრებით შორეულ ბაზრებზე, როგორიცაა სპარსეთის ყურის ქვეყნები.

ბოლო პერიოდში ექსპორტიორები ერთსა და იმავე პრობლემაზე მიუთითებენ — მიწოდების პროგნოზირება გართულებულია. თუ ადრე ტრანსპორტირება შედარებით სტაბილურად ხორციელდებოდა, ახლა დაგვიანებები სისტემურ ხასიათს იღებს. ეს ზრდის როგორც პირდაპირ ხარჯებს, ისე კომერციულ რისკს, რადგან კონტრაქტების შესრულება ნაკლებად პროგნოზირებადი ხდება.

პრობლემა მხოლოდ ლოჯისტიკა არ არის — ხარისხიც პირდაპირ დამოკიდებულია დროზე. ვაშლი ხანგრძლივი ტრანსპორტირებისას ნაწილობრივ კარგავს კომერციულ თვისებებს, რაც საბოლოოდ ფასზე აისახება. ასეთ პირობებში იმპორტიორების ნაწილი უკვე გადადის უფრო ახლო და სტაბილურ ბაზრებზე, სადაც რისკები ნაკლებია.

ეს ყველაფერი ემთხვევა პერიოდს, როდესაც ევროპაში ვაშლის მარაგები მაღალია. 2026 წლის თებერვლის მონაცემებით, პოლონეთში მარაგმა 836 ათას ტონას მიაღწია (+13.1%), ხოლო იტალიაში 1.1 მილიონი ტონია დაფიქსირებული. ვაშლისა და მსხლის მსოფლიო ასოციაციის მიხედვით, 15 ქვეყანაში ერთობლივი მარაგები დაახლოებით 12.5%-ით აღემატება გასული წლის დონეს.

შედეგად იქმნება კლასიკური ბაზრის წნეხი — მაღალი მარაგები და გართულებული ექსპორტი ერთდროულად მოქმედებს. როდესაც პროდუქტის გატანა რთულდება, ჭარბი მოცულობა შიდა ბაზარზე რჩება, რაც ფასების კლებას აჩქარებს.

ვაშლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა