ევროპაში ნივრის დეფიციტს ჩინეთიდან დაფარავენ

ნივრის, იმპორტი, ევროპა

ევროპულ ბაზარზე ნივრის დეფიციტის დაფარვას ჩინეთიდან და ჩილედან იმპორტით გეგმავენ.

ევროპაში ნივრის ცუდი მოსავლის გამო, ჩინეთიდან და ჩილედან იმპორტის მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა. ამის შესახებ AgroTimes – FreshPlaza-ს მასალაზე დაყრდნობით წერს.

„ევროპაში ნივრის მთავარი მწარმოებელი ესპანეთია, მაგრამ წლევანდელი წელი მათთვის ძალიან რთული იყო წყალდიდობის გამო, რომელმაც ბევრი მოსავალი გაანადგურა.

სასურველი ზომის ნიორზე მოთხოვნის გაგზავნით, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საქონლის ნაკლებობაზე ან შეთავაზება შესყიდვის მაღალი ფასით, რომელიც გათანაბრებულია ევროპულ სუპერმარკეტებში გასაყიდ ფასთან.

ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად პოლონეთს, აქვს საკუთარი ნივრის მოსავალი, მაგრამ ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნილებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ექსპორტზე“, – თქვა აგატა ჩიზევსკა-ზიარნიკმა, პოლონელი ტრეიდერის Falcon-ის შესყიდვების სპეციალისტმა.

მომხმარებელთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ტრეიდერებმა მიმართეს ჩინეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს.

ჩინეთიდან ნივრის იმპორტი სრულიად ხელმისაწვდომი გამოსავალია, მაგრამ ძირითადად გადამამუშავებელი მრეწველობისა და HoReCa-სთვის. მაგრამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ბევრ ოჯახში ჯერ კიდევ არსებობს შეხედულება, რომ ყველაფერი ჩინური, მათ შორის ნიორი, უხარისხოა.

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპაც სამხრეთ ამერიკას მიუბრუნდა, განსაკუთრებით ჩილეს, მაგრამ ნივრის გაწმენდას და ტრანსპორტირებისთვის მომზადებას, ჩვენ შეიძლება ველოდოთ დეკემბრის შუა რიცხვებში. ეს კი ნიშნავს ევროპაში იანვრის შუა რიცხვებში მიწოდებას“, – აღნიშნა ჩიჟევსკაია-ზიარნიკმა.

იხილეთ აგრეთვე: ნიორი – დარგვა, მოყვანა, მოვლა

თქვენი რეკლამა