გასული წლის იანვრიდან ოქტომბრამდე აზერბაიჯანმა 4,2 მილიონი დოლარის ღირებულების 5 815 ტონა მანდარინის იმპორტი განახორციელა.
საქართველო, აზერბაიჯანში მანდარინის ექსპორტიორ ქვეყნების ტოპ 5 ქვეყანაში არ არის.
სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულების 48%-იანი და რაოდენობის 50%-იანი შემცირებაა.
აზერბაიჯანისთვის მანდარინის მიმწოდებელი ტოპ 5 ქვეყანა:
- თურქეთი: 4914 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულება 3.55 მილიონი აშშ დოლარია (გასულ წელთან შედარებით -37%, წონის მიხედვით -39%);
- ირანი: 521 ტონა, რომლის ღირებულება 375 000 აშშ დოლარია (ღირებულებით -65%, წონის მიხედვით +61%);
- ეგვიპტე: 162 ტონა, რომლის ღირებულება 130 000 აშშ დოლარია (ღირებულებით -46%, წონის მიხედვით -47%);
- პაკისტანი: 107.5 ტონა, რომლის ღირებულება 86 000 აშშ დოლარია (ღირებულებით -54%, წონის მიხედვით -55%);
- სამხრეთ აფრიკა (RSA): 59 ტონა, რომლის ღირებულება 47 000 აშშ დოლარია (ღირებულებით -2%, წონის მიხედვით +5%).
ABC.az-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანმა ექსპორტის სახით 841 ტონა მანდარინი (2.5-ჯერ მეტი) გაიტანა, რომლის ღირებულება 372,000 აშშ დოლარია (2.2-ჯერ მეტი).
აზერბაიჯანმა რუსეთში ექსპორტის სახით 839.8 ტონა მანდარინი (2.5-ჯერ მეტი), რომლის ღირებულება 371 100 აშშ დოლარია (2.2-ჯერ მეტი).
2024 წელს აზერბაიჯანის ექსპორტირებული მანდარინის 98.6% რუსეთში გავიდა.
მანდარინი – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება

