ევროპაში, ახალი კენკრის გაყიდვის ხელშეწყობის სამწლიანმა მარკეტინგულმა კამპანიამ მიიღო ევროკავშირის მოწონება და დაფინანსება.
პროექტს ხელმძღვანელობს ჰოლანდიური ორგანიზაცია GroentenFruit Huis ZLTO, კამპანიას ასევე აქვს ბენილუქსის ქვეყნებში კენკრის რამდენიმე წამყვანი მიმწოდებლის მხარდაჭერა, წერს Fruitnet.
კამპანია, რომლის დაწყებაც დაგეგმილია 2025 წლის 1 იანვარს, მიზნად ისახავს ყველა სახის კენკრის – მარწყვის, მოცვის, ჟოლოსა და მაყვლის პოპულარიზაციას, რომლის მიზანია ევროკავშირის კენკრის წარმოების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოხმარების გაზრდაა.
განსაკუთრებული სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ახალგაზრდები: ნიდერლანდებში, ბელგიასა და გერმანიაში, სადაც ახალი ხილის მოხმარება საშუალოზე დაბალია. ძირითადი აქცენტი ექნება პროდუქტების კვებით ღირებულებას, სიჯანსაღეს, სიახლეს და სხვა.
„მწარმოებლებსა და მოვაჭრეებს შორის ეს უნიკალური თანამშრომლობა ინდუსტრიაში კოლექტიური აზროვნებისა და მოქმედების შედეგია“, – განაცხადა GroentenFruit Huis-ის წარმომადგენელმა.
კამპანია გაგრძელდება 2025 წლიდან 2027 წლამდე, წლიური ბიუჯეტით 400,000 ევრო, თავად სექტორი წლიურად შეიტანს 120,000 ევროს, ხოლო დანარჩენს ბრიუსელი დაამატებს ევროკომისიის სარეკლამო პროგრამის „ისიამოვნეთ, ეს არის ევროპიდან“ საშუალებით.