ჩირი ექსპორტზე – უზბეკური საოჯახო საწარმოს წარმატება

უზბეკეთის ფერგანას რეგიონის საოჯახო საწარმომ „Yahyohon Trade 2020“, ჩირის ექსპორტის მოცულობითი და წარმატებული პროექტი განახორციელა.

ახალი პროექტის პირველივე წელს 3,7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, იუწყებიან EastFruit-ის სპეციალისტები.

საოჯახო საწარმომ „Yahyohon Trade 2020“, რომელიც სპეციალიზირებულია ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაში, გასულ წელს დაიწყო ხილის გაშრობის, გადამუშავებისა და შეფუთვის ახალი პროექტის განხორციელება.

ჩირის წარმოების ახალი პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 4,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

ჩირი

წლიური გადამუშავების სიმძლავრე 10 ათასი ტონა პროდუქციაა. ამჟამად ამ საწარმოში 200 მუდმივი და 300 სეზონური სამუშაო ადგილია შექმნილი, ნათქვამია ფერგანას რეგიონის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ჩირი

ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში უზბეკეთის საექსპორტო შემოსავალმა ჩირის მიწოდებიდან საგარეო ბაზრებზე 43 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ერთნახევარჯერ მეტია.

ჩირი

ამ თანხის 60%-ზე მეტი ქლიავზე მოდის, უზბეკეთი უკვე მეორე წელია ზრდის ამ პროდუქტების ექსპორტს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უზბეკეთის საექსპორტო შემოსავალი ხმელი ხილის მიწოდებიდან საშუალოდ დაახლოებით $50 მილიონი იყო:

• 2020 – 50,4 მლნ;
• 2021 – 44,3 მლნ;
• 2022 – 52,4 მლნ.

ამ წლის ბოლოს, ქვეყნის საექსპორტო შემოსავალი ჩირის მიწოდებიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება და EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, ძირითადად უზბეკური ქლიავის ექსპორტის მოცულობის მკვეთრი ზრდის გამო.

წყარო: EastFruit

თქვენი რეკლამა