
Oil World-ის პროგნოზებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ სოიას შროტის იმპორტის საერთო მოცულობა 2024/25 მარკეტინგულ წელს ახალ მაქსიმუმს, დაახლოებით 22 მილიონ ტონას (+3.6 მილიონი ტონა) მიაღწევს.
კერძოდ, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით, პროდუქტის იმპორტი წინა სეზონის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა. მთავარი მიმწოდებელი (80%) არგენტინა იყო.
რაფსისა და მზესუმზირის შროტის შედარებით შეზღუდული მიწოდება და მაღალი ფასები, სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონის ბოლომდე სოიას შროტზე ძლიერ მოთხოვნას შეუწყობს ხელს. ევროკავშირში რაფსისა და მზესუმზირის შროტის იმპორტი, პროგნოზით, 3.1 მილიონ ტონამდე შემცირდება.
ევროკავშირში ძირითადი სახეობების შიდა წარმოება ამ სეზონზე ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე – 33.7 მილიონ ტონამდე (-0.9 მილიონი ტონა) დაეცემა, სოიას გადამუშავების ზრდა კი ამ შემცირებას მხოლოდ ნაწილობრივ აკომპენსირებს.
მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები ევროკავშირში 2024/25 მარკეტინგულ წელს, ზეთოვანი კულტურების შროტის გამოყენების 2.3 მილიონი ტონით ზრდას პროგნოზირებენ, რაც ხორცის წარმოების მოსალოდნელ ზრდას უკავშირდება.