მეჯვრისხევში ტირიფონის სარწყავი არხი იწმინდება

ტირიფონის, სარწყავი, არხი

შიდა ქართლში, სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიაზე ტირიფონის მაგისტრალური სარწყავი არხის 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც დაახლოებით 400 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურებას გააუმჯობესებს.

საირიგაციო არხი მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალისა და კვარხეთის მოსახლეობას ემსახურება. 

სამუშაოებს კომპანია „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარი ძალებით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. 

თქვენი რეკლამა