თურქეთში 2023/24 მარკეტინგული წლის ჭარბი წარმოებისგან განსხვავებით, მოსალოდნელია, რომ ციტრუსის მთლიანი წარმოება 2024/25 მარკეტინგულ წელს 36%-ით შემცირდება.
თურქეთში მოსავლის დაახლოებით 5 მილიონ ტონამდე შემცირების მიზეზი, ყვავილობის პერიოდში გადაჭარბებული სიცხე და მოსავლის აღებისას გვალვაა.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ანგარიშში.
წარმოების პროგნოზირებული კლების გამო სუპერმარკეტებში ციტრუსოვან ხილზე ფასების მატებაა მოსალოდნელი. თურქი ციტრუსის ექსპორტიორების თქმით, 2024/25 მარკეტინგულ წელს ექსპორტი წინა სეზონთან შედარებით დაბალი იქნება, მაგრამ ისინი მეტ შემოსავალს ელიან კონკურენტ ქვეყნებში დაბალი წარმოების გამო.
ფორთოხლის ექსპორტი 2024/25 მარკეტინგულ წელს 260 ათას ტონამდეა მოსალოდნელი. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი საექსპორტო შესაძლებლობები და მოგების მარჟა მცირდება არასტაბილური გაცვლითი კურსის, მაღალი შიდა ინფლაციისა და წარმოების ხარჯების ზრდის გამო.
2024/25 წლებში ფორთოხლის მოსავლიანობა შემცირდება 30%-ით 1,6 მილიონ ტონამდე ზედმეტად ცხელი ამინდის გამო 2024 წლის გაზაფხულის ყვავილობის პერიოდში.
იხილეთ აგრეთვე: ციტრუსოვნები – დარგვა, მოვლა, მოყვანა, ბაღის გაშენება