2024-2035 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთობლივად გამოქვეყნდა სურსათისა და სტრატეგიული რეზერვების ეროვნული ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო დეპარტამენტების მიერ, წაახალისებს კომპანიებსა და კერძო კაპიტალს, შექმნან განვითარების ფონდები მარცვლეულის ინდუსტრიის მხარდასაჭერად, იუწყება Reuters.
„2035 წლისთვის ხალხის ცნობიერება მარცვლეული კულტურების შესახებ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მათი წილი რაციონში მნიშვნელოვნად გაიზრდება და მოხმარების დონე შესაბომობაში მოვა ჩინეთის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან“, – ნათქვამია სხვადასხვა სამთავრობო უწყების განცხადებაში.
როგორც გეგმის ნაწილი, ჩინეთმა განაცხადა, რომ ის „მნიშვნელოვან პროპაგანდას გაუწევს“ მარცვლეული კულტურების მოხმარების როლს ჯანმრთელობისთვის და აქტიურად შეიტანს მარცვლეულის პროდუქტებს საკვებ რეკომენდაციებში, განსაკუთრებით სამთავრობო ოფისებში, კამპუსებსა და სამხედრო ბანაკებში.
წარმოებისა და ხარისხის გაზრდის მიზნით, ქვეყანა ასევე წაახალისებს შესაფერისი მარცვლეულის ჯიშების მოშენებას. გარდა ამისა, იგეგმება მარცვლეულის საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი წამყვანი საწარმოების ჯგუფის შექმნა.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ჩინეთმა მარცვლეულის წარმოების რეკორდი დაამყარა 2024 წელს 706,5 მილიონი ტონა, რაც 1,6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში მარცვლეულის მოსავალმა 700 მილიონ ტონას გადააჭარბა. ჩინეთის მარცვლეულის სარეზერვო საწარმოები, სავარაუდოდ, წელს შეიძენენ დაახლოებით 420 მილიონი ტონა მარცვლეულს ფერმერებისა და მწარმოებლებისგან. ეს იქნება ზედიზედ მეორე წელი, როცა მარცვლეულის შესყიდვა 400 მილიონ ტონას გადააჭარბებს.