ბელორუსმა კარტოფილის ექსპორტი შეზღუდა

კარტოფილის, ექსპორტი

12 დეკემბერიდან ბელორუსის მთავრობამ შემოიღო კარტოფილის ექსპორტის ლიცენზირება სამი თვით, შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BELTA იტყობინება.

არასეზონურ პერიოდში სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე შიდა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, მთავრობამ შემოიღო კარტოფილის ექსპორტის ლიცენზირება.

მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა, კარტოფილის ექსპორტი შესაძლებელია ერთჯერადი ლიცენზიით, რომელიც გაცემულია ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან, რეგიონალურ ადმინისტრაციასთან და აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით.

„უფლებამოსილი სამთავრობო უწყებები გადაწყვეტენ, გასცენ თუ არა ასეთი ლიცენზია იმისდა მიხედვით, აქვს თუ არა ბელორუსს რეზერვები და თუ რა საჭიროება იქნება ამ კონკრეტულ პროდუქტზე ლიცენზიის გაცემის მომენტში“, – განმარტავენ სააგენტოში.

იხილეთ აგრეთვე: კარტოფილის მოსავლის გაუმჯობესების აგროტექნიკური მეთოდები

თქვენი რეკლამა