
ხორცის გლობალური ექსპერტები მომდევნო წელს საქონლისა და ცხვრის ხორცის ფასების შემდგომ ზრდას პროგნოზირებენ.
EuroMeat-ის ცნობით, აშშ-ში დაფუძნებული Global AgriTrends-ის მფლობელებმა, ბრეტ სტიუარტმა და საიმონ კვილტიმ, განაცხადეს, რომ საერთაშორისო ინდუსტრიაში „ასეთი არაჩვეულებრივი პერიოდი“ არასდროს უნახავთ, ბაზრის შესახებ ინფორმაციის მიწოდების 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ექსპერტები მსოფლიოში საქონლის ხორცის ამჟამინდელ ფასებს, რომლებმაც ივნისში FAO-ს მსოფლიო ფასების ინდექსში რეკორდულ 139.4 პუნქტს მიაღწია, სტაბილურად მიიჩნევენ.
„მსგავს სიტუაციას ვხედავთ ცხვრის ხორცის სექტორში“, – თქვა საიმონ კვილტიმ. „ჩვენ ჯერ რეკორდულ ფასებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ იქამდე ერთი მილიწამი გვაშორებს… ფასების 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მინიმუმთან შედარებით 68%-ით არიან გაზრდილი. მე ვფიქრობ, რომ ბაზარზე, სავარაუდოდ, მომავალ წელს ჯერ ცხვრის ხორცის სექტორი მიაღწევს პიკს, ხოლო შემდეგ, მომავალი წლის მეორე ნახევარში საქონლის ხორცის სექტორი“.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაგალითად ახალ ზელანდიაში საქონლის ხორცის ფასი კიდევ 15%-ით გაიზრდება, ხოლო მაღალი ხარისხის ცხვრის ფასი 2026 წლის შუა პერიოდისთვის კილოგრამზე 10-11 დოლარს მიაღწევს.
წყარო: EuroMeat