აზიური ფაროსანა – როგორ ვებრძოლოთ საქართველოში ყველაზე გავრცელებულ მავნებელს?

ფაროსანა

ბოლო წლებში, აზიური ფაროსანა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მავნებელია. მოსახლეობა ფაროსანას სხვადასხვა მეთოდებით ებრძვის, თუმცა დაგროვილმა გამოცდილებამ დაადასტურა, რომ მცენარეთა დაცვის სწორი საშუალებების ნორმირებული გამოყენების და ბაღის სისტემატური მოვლის გარეშე მავნებელთან ბრძოლის ეფექტური შედეგები ვერ მიიღწევა.

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ. HALYOMORPHA HALYS) – კუსებურასებრთა (ფაროსანებრთა) ოჯახს წარმოადგენს. ფაროსანა ფეხსახსრიანთა ტიპის, ნახევრადხეშეშფრთიანი მავნებელია, რომლის სამშობლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ითვლება.

2015-2016 წლებიდან მავნებელი აქტიურად გავრცელდა რუსეთსა და საქართველოში. ფაროსანას ამჟამინდელი გავრცელების არეალი, ძირითადად, დასავლეთ საქართველოა.

ზამთრის ძილიდან გამოსული ფაროსანა აქტიურ კვებას აპრილის ბოლოდან იწყებს და  გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. ის მცენარის ფოთლების, ყლორტებისა და ნაყოფის წვენით იკვებება. ძლიერი ხორთუმის მეშვეობით, ფაროსანა ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს მას და წარმოქმნის კორპისებრ, ლპობად ლაქებს.

მწერი ფოთლის ქვედა მხარეს ჯგუფებად, კვერცხდებით, მრავლდება. 4-5 დღის შემდეგ მოწითალო მატლი ჩნდება, რომელიც ფერს თანდათან იცვლის. 5 ასაკის გავლის შემდეგ მავნებელი ზრდასრულ ფაროსანად გადაიქცევა.

ზრდასრული ფაროსანას სიგრძე 12-20 მმ-ია. მავნებელს განიერი ყავისფერი მარმარილოსებრი შეფერილობა, ხოლო ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლები აქვს. ერთი ფაროსანა საშუალოდ 200 კვერცხს დებს, ამიტომ ერთი მავნებლის განადგურებით პოტენციურ 200-ს უმკლავდებით.

ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილი მეთოდები

აზიური ფაროსანა, დასავლეთ საქართველოში, აქტიურად აზიანებს მოსავალს, განსაკუთრებით, თხილნარს. მის მიერ მიყენებულმა ზარალმა შეიძლება მოსავლის 70%-იც კი შეადგინოს, ამიტომ მასთან ბრძოლისას აუცილებელია სწორად შერჩეული პრეპარატებით მცენარის დროული დამუშავება. უკვე მრავალი წელია, შპს ,,აგრონომის“ მცენარეთა დაცვის საშუალებები მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურად გამოიყენება, კერძოდ:

  • საჰები – კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდი. 1 ლიტრი საჰები 600-1000 ლიტრ წყალში იხსნება. ეფექტურია აზიური ფაროსანას, ფარიანა-ცრუფარიანების, ფრთათეთრების, კალიების, ბუგრების, თრიფსებისა და სხვა ფარულად მცხოვრები მავნებლების წინააღმდეგ.
  • ტენჩანტ პლიუსი – ინსექტო-აკარიციდი. 1 ლიტრი ტენჩანტ პლიუსი 1000 ლიტრ წყალში იხსნება. ეფექტურია, ფაროსანას, ტკიპების, ფარიანა-ცრუფარიანების, კალიების და მწუწნი მავნებლების წინააღმდეგ.
  • ბაიტი -კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტო-აკარიციდი. 1 ლიტრი ბაიტი 1000 ლიტრ წყალში იხსნება. ის გამოიყენება აზიური ფაროსანას, ბუგრების, ტკიპების, თრიფსების წინააღმდეგ საბრძოლველად.

პროფესიონალური წამლობები გაზაფხულიდან უნდა დაიწყოთ, რათა კულტურის განადგურების საფრთხე თავიდან აიცილოთ.

იხილეთ თხილის დაცვის სქემა

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგრონომი“. ვებ გვერდი: agronom.com.ge

თქვენი რეკლამა