29 იანვრის მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 29,723 ტონა შეადგინა

ციტრუსი

2019 წლის 29 იანვრის მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 29,723 ტონა შეადგინა.  გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 23,122 ტონა

წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (19,836 ტ) და უკრაინა (6,424 ტ), ასევე  სომხეთი (2,767 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).

მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 2018 წლის 1 დეკემბრიდან, 2019 წლის 20 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 13,638 ტონა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 8,320 ტონას.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ცხელი ხაზიც (1501).

თქვენი რეკლამა