
ვაზის სოკოვან დაავადებებს შორის მავნეობით გამოირჩევა სოკოვანი დაავადება ვაზის ჭრაქი, რომელიც აავადებს ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფს.
დაავადების გამომწვევია სოკო – Plasmopara viticola.
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობებია: ტემპერატურა +22-230C და ფარდობითი ტენიანობა 90-95%.
ინფექცია ვლინდება მაღალი ტენიანობისა და ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა +13 გრადუსის პირობებში. დაავადების გამომწვევი სპორები, წვიმის დროს,აიტყორცნება ნიადაგიდან, ხვდება ფოთლის ქვედა მხარეზე, ფოთლის ქვედა მხრიდან (ბაგეებიდან) იჭრება.
ვაზის ჭრაქის წინააღმდეგ პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც ფოთოლი მიაღწევს სრული სიდიდის 1/3-ს, ბიოლოგიური ფუნგიციდის აგროკატენას 2%-იანი (პროპორცია – ერთი ლიტრი პრეპარატი 50 ლიტრ წყალში გაზავებით) სამუშაო ნაზავით. შემგდგომი წამლობები ტარდება მონიტორინგის საფუძველზე, 7-10 დღიანი ინტერვალით.
აგროკატენას შერევა შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან.
წამლობის მიზანშეწონილია ჩატარდეს მზის გადასვლის შემდეგ, საღამოს საათებში.
ინფორმაცია მოგვაწოდა მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრმა „ბიოაგრო“.
პრეპარატის შესაძენად და დამატებითი კითხვებისთვის გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე: http://bioagro.ge/
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მოცემული ბმულით.