საქართველოში სრულდება სიმინდის თესვის პერიოდი და მისი მოვლა-მოყვანის აქტიურ ფაზაში შევდივართ, ამ დროს კი აუცილებელია მცენარის სწორი გამოკვება სათანადო მაღალი მოსვლის მისაღებად.
სიმინდს კვებისთვის როგორც ყველა კულტურას ესაჭიროება დაბალანსებული კვება, როგორც მაკრო, აგრეთვე მიკროელემენტებით.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამინომჟავების შემცველი სტიმულატორების გამოყენება მნიშვნელოვნად აჯანსაღებს მცენარეს და დადებითად მოქმედებს მთელ რიგ ფაქტორებზე, რადგანაც ამინომჟავებს შემდეგი ფუნქცია აკისრიათ მცენარეში: არეგულირებს მცენარის მიერ აზოტის შეთვისებასა და გადაადგილებას, აკისრია ტრანსპორტაციის ფუნქცია ე.ი. საკვები ელემენტების გადაადგილებას უზრუნველყოფს, წარმოადგენს მცენარისთვის ენერგიის წყაროს, მონაწილებს ცილების სინთეზში- ცილების შემადგენელი ნაწილია, ყველაფერი ამის საფუძველზე კი ეხმარება მცენარეს დასძლიოს სტრესული გარემო პირობები.
კოდას სტიმულატორი „კოდაფოლ მაქსიმუსი“ გვაძლევს ძალიან კარგ შედეგებს ერთწლიან კულტურებში, მის შემადგენლობაში შედის NPK, თუმცა მის როლს განსაზღვრავს სწორედ მიკროელემენტების და თავისუფალი ამინომჟავების მაღალი შემცველობა.
სწორედ კოდაფოლ მასქსიმუსის შემადგენლობის სრულყოფილი ბალანსი განაპირობებს მის შემდეგ მოქმედებას:
→ აჯანსაღებს მცენარეს და ზრდის მის გამძლეობას;
→ ამარაგებს მცენარეს საკვები ელემენტებით და ზრდის ნაყოფის გამონასკვის ხარისხს;
→ ეხმარება მცენარეს დასძლიოს სტრესული გარემო-პირობები;
→ ზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“. http://www.cartlis.ge/
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.