ევროპული წარმოშობის ბიო ინსექტიციდი – ბელტირული (BELTHIRUL)

შპს „აგროსიმა“ რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე  მომხმარებლებს სთავაზობს ევროპული ხარისხის ესპანური კომპანიის „Probelte S.A.U”, – „პრობელტე“-ეს მიერ წარმოებულ ბიო (ორგანულ) ინსექტიციდს ბელტირულს.  პრეპარატი დამზადებულია ბაცილუს ტურინგიესის (გრამდადებითი ბაქტერიის) ბაზაზე, რომელიც მსოფლიოში პირველ ადგილას დგას ბიო ინსექტიციდების წარმოების საქმეში. ის არის უნიკალური ბაქტერია, რადგან კომერციულად გამოიყენება სოფლის მეურნეობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მწერების გასაკონტროლებლად.

კომპანია Probelte S.A.U”,  „პრობელტე“  წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ლიდერ კომაპნიას ესპანეთში. დაარსების დღიდან მისი მიზანია მცენარეთა სიჯანსაღის შემანარჩუნებლი პროდუქტების წარმოება და კომერციალიზაცია. კომპანია დაარსდა 1970 წელს. იგი დაფუძნებულია უსაფრთხოებისადმი უმაღლესი დონის მკაცრ მიდგომაზე.

ევროპულ პრეპარატებზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს www.agrosima.ge

ბელტირული-BELTHIRUL –  (Bacillus thuringiensis var. Kurstaki)  – არის ჩხირისებრი ფორმის, გრამ-დადებითი, აერობული ბაქტერია, დაახლოებით 1-5 მკ. სიგრძის და კლასიფიცირდება რამოდენიმე სხვადასხვა სუბსახეობადან სეროტიპებად, რომელთაგანაც ერთერთი არის  Kurstaki, შტამი – (PB-54) 32% (32×106 IU/გ)  ბუნებრივი წარმომავლობის სპოროვანი ბაქტერია. შესაფერის პირობებში წარმოქმნის კრისტალოვან ცილის ჩანართს,   რომელიც ტოქსიკურია მწერების რაზმის Lepidoptera -ს ქერლცფრთიანების   მატლების ზოგიერთი სახობების მიმართ. მრავალი წელია  ისინი ეფექტურად არიან  ჩართული  ინტეგრირებული დაცვის სისტემებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების, სპეციფიური  მავნე მწერებისაგან დაცვისათვის.

ბელტირული-BELTHIRUL – წარმოადგენს უსაფრთხო ბიოლოგიურ ინსექტიციდს, რომელიც გამოიყენება ვაზის,  ბოსტნეული  კულტურების, ხილისა და დეკორატიული მცენარეების  ქერლცფრთიანი მავნებლების  მაგ. ყურძნის ჭია (Lobesia Botrana) პომიდორის მენაღმეების (Tuta absoluta & Liromiza sp.), ფრთათეთრას, ბუგრების, ჩრჩილების  დასაცავად.   

ბელტირული-BELTHIRUL – არის ეფექტური ბიოლოგიურ ინსექტიციდი, ლარვიციდი, მავნე მწერების- ქერლცფრთიანთა რაზმის მატლების წინააღმდეგ მომქმედი საშუალება. მატლები პრეპარატის ლეტალური დოზის საკვებით მიღების შემდეგ  1-2 საათში წყვეტენ კვებას და რამოდენიმე დღეში, ხდებიან უმოქმედონი, მათი სხეული პარალიზდება, უფერულდება, შემდეგ შრება და 3-5 დღეში იღუპება. დაცვითი მოქმედების ხანგრძლიობა, შესაფერისი ამინდის პირობებში 7-15 დღე. ეს დამოკიდებულია პრეპარატის დოზებზე, მავნებლების დასახლების სიმჭიდროვეზე და სახეობებზე. მწერის კვებისას ნაწლავებში მოხვედრილი სპორები და ენდოტოქსინური კრისტალები სწრაფად  იხსნებიან მწერის ნაწლავის ტუტე გარემოში, ვეგეტატიური უჯრედებიდან იჭრებიან სხეულის ღრუში, სადაც სწრაფად მრავლდებიან, შლიან ქსოვილებს და ავსებენ მწერის სხეულის  ღრუს, იწვევენ  მწერის სეპტიცემიას. განსხვავება სხვადასხვა მწერების მიმღებიანობაში გამოწვეულია სწორედ ნაწლავების ფერმენტის-პროტეაზას სპეციფიურობაში, რომელიც აკონტროლებს  კრისტალების ჰიდროლიზს. სწორედ მწერის ორგანიზმში ფერმენტი-პროტეაზას არსებობასთან არის დაკავშირებული პრეპარატის შერჩევითი მოქმედება მწერების სხვადასხვა სახეობებზე.  პრეპარატს არ გააჩნია მავნებლების კვერცხებზე მოქმედების უნარი. იგი არა მხოლოდ მავნებლებთან ბრძოლის ეფექტური ბიოაგენტია, არამედ უსაფრთხოა ძუძუმწოვრების, ჩიტებისათვის, და წყლის ეკოსისტემებისათვის. არ არის სარისკო ადამიანის  ჯანმრთელობისათვის. ამის გამო ბელტირული ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ბიოლოგიურ ინსექტიციდად. ჰიგიენური ბიოუსაფრთხოების კლასიფიკაციის მიხედვით მიეკუთვნება ნაკლებად ტოქსიკურ (4 საშიშროების კლასს).

იხილეთ, მავნე მწერები, რომელთა წინააღმდეგ ხდება მისი გამოყენება:

სათბურში კიტრის და პომიდორის მცენარეებზე: სამხრეთ ამერიკული პომიდორის ჩრჩილი – Tuta absoluta  (Lepidoptera: Gelechiidae) და სერპანტისებრი ფოთლის მენაღმე  ჩრჩილი – Liriomyza  spp.(Diptera:Agromyzidae),   სათბურის ფრთათეთრა – Trialeurodes vaporariorum (Hemiptera: Aleyrodidae) ბუგრები: –  Aphis gossypi,(Hemiptera: Aphididae) – ატმის (თამბაქოს) ბუგრი – Myzodes persicae (Hemiptera: Aphididae), ვაზი: ყურძნის ჭია Lobesia botrana( Lepidoptera: Tortricidae), ვაზის ჭიჭინობელა -Erythroneura imeretina (Hemiptera:Cicadellidae)  ბოსტნეული – კომბოსტოს (კომბოსტოს ხვატარი – Mamestra brassicae ,  კომბოსტოს და თალგამის თეთრულები – Pieris brassicae, rapae;  კომბოსტოს ჩრჩილი-Plutella xylostella), ხეხილი  –  ვაშლი და ქლიავი, გარგარი, მსხალი, ალუბლია, ბალი.  ჩრჩილები-Hyponomeuta malinellus(Lepidoptera:Yponomeutidae), კუნელის თეთრულა – Aporia cratægi (Lepidoptera: Pieridae), ფოთლიხვევიები (Tortricidae), მზომელა-Operophtera brumata (Lepidoptera: Geometridae),  ხერხიები -ალუბლის ხერხია-Caliroa limacina (Hymenoptera, Tenthredinidae), ალუბლის ბუგრი-Myzus cerasi(Hemiptera: Aphididae), ამერიკული თეთრი პეპელა-Hyphantria cunea (Lepidoptera:Arctidae). შაქრის და სუფრი ჭარხალი, საკვები იონჯა, მზესუნზირა, სტაფილი – მდელოს ფარვანა-Loxostege sticticalis (Lepidoptera: Crambidae). ქვემოთ მოყვანილი გვაქვს ჩვენი ცდების შედეგები მცხეთის მუნიციპალიტეტში.

აგროსიმა, ბიო, ორგანული

სურ. 1. სამხრეთ ამერიკული პომიდორის ჩრჩილის – კვერცხი,  მატლი, ჭუპრი, იმაგო (ზრდასრული პეპელა);
სურ.2. სერპანტისებრი ფოთლის მენაღმე  – ჩრჩილის მიერ დაზიანებული პომიდორის ფოთლები;
სურ.3. პომიდროის ფოთლების დაზიანება.

პრეპარტის გამოყენება შესაძლებელია მცენარის ვეგეტაციის ნებისმიერ ფაზაში. მათ შორის ყვავილობის პერიოდშიც, მავნებლის ყოველი თაობის 1-3 ასაკის მატლების წინააღმდეგ. პრეპარატის გამოყენების შემდეგ, მწერის სხეული პარალიზდება, უფერულდება, შემდეგ შრება, შავდება და იღუპება.  მისი ბიოლოგიური ეფექტურობა დამოკიდებულია  კლიმატურ პირობებზე, კულტურებზე, მავნე ობიექტზე, პრეპარატის   ხარჯვის ნორმებსა და გამოყენების რეგლამენტებზე, რომელიც განსხვავებულია მიწის ზედა შემასხურებლებისათვის საკარმიდამო და ფერმერულ მეურნეობებში. რეზისტენტულობა ინდივიდუალურად შესაძლებელია დომინირებდეს ამა თუ იმ მწერის პოპულაციაში, თუ ამ ჯგუფის ბიოინსექცტიციდები გამოყენებულნი არიან განმეორებით  ერთი და იგივე ნაკვეთებზე მრავალჯერ.

პრეპარატის ხარჯვის ნორმები  მითითებულია ეტიკეტზე.

2021 კატალოგში, გვ.370, მუხლი 7. ბიოლოგიური ინსექტიციდებში  მითითებული ს/ს კულტურებზე და მავნებლებზე გამოსაყენებლად:

აგროსიმა, ბიო, ორგანული

→ ბელტირული ფლობს არაერთ ევროპულ ბიო სერთიფიკატს ( INTER ECO, CERES INPUTS, OMRI LISTED);
→ გამოირჩევა ლოდინის მოკლედ პერიოდით, შეწამვლიდან 1-2 დღეში  შესაძლებელია ნაყოფის მირთმევა.

ბელტირულის უპირატესობები:

  • დამზადებულია უმაღლესი ევროსტანდარტით
  • აკრედიტირებულია ორგანულ მეურნეობებში გამოსაყენებლად.
  • სრულიად უვნებელია ფლორასა და ფაუნისთვის.
  • თავისუფალია ტოქსიკური ნივთიერებებისგან
  • აქვს დამცავი მახასიათებლები ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
  • უნარჩუნებს მცენარეს მაღალ გემოვნურ თვისებებს.

არის მდგრადი და მაღალი ინსექტიციდური აქტივობის.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ აგროსიმა ვებ გვერდი: www.agrosima.ge

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან, დამატებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ მოცემული საკონტაქტო ბმულით.

თქვენი რეკლამა