ნიადაგი: ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე უნდა შევიტანოთ 40-50 ლიტრი სასუქი “ორგანიკა” რომელიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში.
თესლის დამუშავება: თესვამდე რაომდენიმე დღით ადრე, მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ და აღმოცენების გაუმჯობესების მიზნით, სათესლე მასალა უნდა დამუშავდეს ბიოპრეპარატებისა (ლეპიდინი, ბიოკატენა, ფიტოკატენა) და სასუქის (ორგანიკა) 2%-იანი სამუშაო კომბინირებული ნაზავით.
პირველი ფოთლოვანი კვება: 4-5 ფოთლის ფაზაში, ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5-6 ლიტრი ორგანიკა (თუ მეურნეობა ბიოლოგიური არ არის შესაძლებილია ჰერბიციდთან ერთად შეტანა), რომელიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში.
მეორე ფოთლოვანი კვება: პირველი კვებიდან საშუალოდ 20 დღის შემდეგ ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5-7 ლიტრი ორგანიკა + 5 ლიტრი ფიტოკატენა (დაავადებების პრევენციის მიზნით) + 5 ლიტრი ლეპიდინი (ღეროს ფარვანას გამოჩენის შემთხვევაში) რომლებიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში.
სიმინდზე გავრცელებული მავნე ორგანიზმებიდან აღსანიშნავია
დაავადებები: გუდაფშუტები, ჰელმინთოსპოროზი, ლიპოდიოზი, ნიგროსპოროზი და სხვ.
მავნებლები: სიმინდის ღეროს ფარვანა, მავთულა ჭიები, ხვატარები.
მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. მიმწებებელი მულტიმასტერი.
გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: http://bioagro.ge
*ტრადიციული მეურნეობიდან ორგანულზე გადასვლას სჭირდება სპეციალური სქემა, ამ საკითხზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს „ბიოაგრო“.
იხილეთ აგრეთვე: თხილის წამლობათა სქემა ბიო (ორგანული) მეურნეობისთვის