ფიტოჰორმონები და მათი გავლენა ნაყოფის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე – იოტო აგრო

ნაყოფის განვითარება ნაყოფის გამონასკვის, ზრდისა და მომწიფების ფაზებს მოიცავს. ამ პროცესების სწორად და სრულფასოვნად წარმართვა კი სხვადასხვა ფიტოჰორმონების მეშვეობით მიმდინარეობს.

1️️. ნაყოფის გამონასკვის პროცესი დაკავშირებულია აუქსინისა და გიბერელინის მჟავას სიგნალთან.

2️️. ნაყოფის ზრდის დროს უჯრედების დაყოფა და ზრდის პროცესები მიმდინარეობს, რაც ასევე დაკავშირებულია აუქსინის სიგნალთან.

3️️. ნაყოფის მომწიფების პროცესი იწყება, როდესაც აუქსინისა და გიბერელინის მჟავას დონე იკლებს, ხოლო აბსცისის მჟავასა და ეთილენის დონე კი იმატებს.

4️️. ნაყოფის ფერის შეცვლა და სრული სიმწიფე კლიმაქტერული კულტურების (როგორიცაა პომიდორი, ვაშლი და სხვ.) შემთხვევაში დაკავშირებულია ეთილენის წარმოქმნასთან, ხოლო არაკლიმაქტერული (მარწყვი, ყურძენი, ბალი) კულტურების შემთხვევაში კი აბსცისის მჟავასთან. კლიმაქტერულ კულტურებს არაკლიმაქტერულისგან განსხვავებით, მოსავლის აღების შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე დამწიფების უნარი აქვთ.

✔️ სხვა ჰორმონები, მათ შორის ბრასინოსტეროიდები და მეთილ ჟასმონატი, არაკლიმაქტერული კულტურების შემთხვევაში, დამხმარე როლს ასრულებენ ნაყოფის სიმწიფის რეგულაციის პროცესში.

✔️ აბსცისის მჟავას შემცველობა მუდმივად იზრდება სიმწიფის პროცესში.

✔️ გიბერელინის მჟავა, როგორც კლიმაქტერულ, ისე არაკლიმაქტერულ კულტურებში, ხელს უწყობს ნაყოფის ზრდას. გიბერელინის ყვავილობამდე გამოყენება ვაზის შემთხვევაში ხელს უწყობს ნაყოფის ფერის შეცვლასა და სიმწიფეში უფრო ადრე შესვლას. ხელს უწყობს შაქრის შემცირების, ფენოლის, ტანინის და ანთოციანინის შემცველობის ზრდას.

✔️ ბრასინოსტეროიდების გამოყენება ასტიმულირებს მომწიფების პროცესს კლიმაქტერულ კულტურებში, ეთილენის დონის გაზრდით. 

ფოტო: მარწყვისა (A) და ყურძნის (B) ნაყოფების განვითარების ეტაპები, რომლებიც დაკავშირებულია ჰორმონების კონცენტრაციის ცვლილებებთან (წყარო: Perotti et al. 2023; DOI: 10.1093/jxb/erad271).

ფიტოჰორმონები

კონსულტაციისთვის მოგვმართეთ – იოტო აგრო | ნაყოფიერი აგრობიზნესისთვის www.ioto.ge | 0322 11 1717

თქვენი რეკლამა