აზერბაიჯანი საერთაშორისო ბაზრებზე თხილის ექსპორტს ზრდის

აზერბაიჯანი, თხილის, ექსპორტი

აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის მონაცემებით, 2024 წელს თხილის ექსპორტი იანვარ-თებერვალში 7%-ით გაიზარდა.

2024 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 12,3 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი განახორციელა, იუწყება Day.Az.

აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა 108,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი გაიტანა, რაც 15,69%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით (93,7 მილიონი აშშ დოლარი).

ცენტრის მონაცემებით 2024 წლის იანვარ-თებერვალში, თხილის ექსპორტი ფულადი თვალსაზრისით 0,8 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც 6,96%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (11,5 მილიონი აშშ დოლარი).

იხილეთ აგრეთვე: თხილი – დარგვა, გამრავლება – თხილის ბაღის გაშენება

თქვენი რეკლამა