ნაყოფის ანალიზი – ადგილობრივი და საექსპორტო პროდუქციისთვის

ანალიზი

სურსათის უვნებლობა და ხარისხი საბოლოო პროდუქტის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია. სურსათის უვნებლობა გულისხმობს, რომ პროდუქტი არაა მავნებელი მომხმარებლისთვის და არ ახდენს მის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას, ხოლო სურსათის ხარისხი განისაზღვრება პროდუქტის კვებითი მახასიათებლები- მასში ტოქსიკური და ხარისხობრივი პარამეტრების შემცველობით.

ფერმერი და მის მიერ წარმოებული პროდუქტი მნიშვნელოვანი რგოლია კვებით ჯაჭვში, შესაბამისად მნიშვნელოვანია სრულად მოხდეს წარმოებული პროდუქციის კონტროლი „ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპის მიხედვით. ამისთვის შემუშავებულია მსოფლიო სტანდარტები (მგ: ISO 22 000, GLOBAL GAP), რომელთა საშუალებითაც  წარმოებული პროდუქციის ხარისხი კონტროლდება.

ნაყოფის ანალიზის საშუალებით დგინდება მისი ხარისხი, კვებითი ღირებულება, ტოქსიკური ელემენტების შემცველობა, მძიმე მეტალებით დაბინძურება და რაც პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია-პესტიციდების ნაშთის კონტროლი პროდუქტში.

როგორც ცნობილია, მსოფლიო ბაზარზე რეგლამენტირებულია პესტიციდების ნაშთის შემცველობა ნაყოფში შესაბამისად აუცილებელია მისი კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ნაყოფი დასაშვებ ნორმაზე მეტ ნაშთს შეიცავს მისი რეალიზაცია მსოფლიო ბაზარზე ფერხდება.

კომპანია კარტლისი, ევროპაში სერტიფიცირებული ლაბორატორიის მხარდაჭერით გთავაზოთ ნაყოფის სრულ და უმაღლესი ხარისხის ანალიზს. შეამოწმეთ ნაყოფი ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით რაც, თქვენი უვნებელი და ხარისხიანი პროდუქტის წარმატებული რეალიზაციის გარანტიაა!

კარტლისი გთავაზობთ:

• სრულ სკრინინგს პესტიციდების ნაშთზე
• კვებითი ღირებულების განსაზღვრას (EU რეგულაციების მიხედვით);
• აფლატოქსინების სკრინინგს;
• მძიმე მეტალების  შემცველობის კონტროლს;
• ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრას.

კარტლისი – სანდოობის 25 წლიანი ისტორია

დაგვიკავშირდით: (032) 244 55 41 WWW.CARTLIS.GE

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ კარტლისი.

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა