ორგანული ფერმა არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, არამედ თანამედროვე მსოფლიოში ბიოპროდუქტებისადმი მზარდი ინტერესის გამო, შიდა და გარე ტურისტული ჯგუფებიდან დამატებითი შემოსავლის წყაროა.
ამის მაგალითია უკრაინელი ფერმერი, რომელიც საკუთარი პროდუქტების რეკლამირებისთვის პიკნიკ-ტურებს აწყობს, ტური იწყება ბილეთის შეძენით.
სოფლის მეურნეობის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობის მთავარი ამოცანა, მომხმარებლამდე პროდუქტის მიტანა და მისი რეალიზაციაა.
ამისთვის მეწარმეები სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, თუმცა აგრობიზნესში მომხმარებლის დაინტერესების ერთ-ერთი მთვარი ინსტრუმენტი პროდუქტის მიკვლევადობაა.
სად, როგორ და რა გარემოში მოხდა პროდუქტის წარმოება ამის გაცნობა, პროდუქტისადმი მომხმარებლის ნდობას ზრდის, გარდა ამისა გასტრონომიული ტურები თავისთავად უკვე შემოსავალია.
უკრაინელი ფერმერი ალექსეი ტრეგუბოვი, საკუთარი მეურნეობაში ორგანულ ტურებს აწყობს.
სტუმრები საკუთარი ხელით მოკრიფავენ და დააგემოვნებენ 8 ჯიშის ჟოლოს, მაყვალს, მარწყვს, ნახავენ საქონლის, იხვისა და ქათმის ფერმებს, დაათვალიერებენ სათბურს, ისადილებენ ორგანული პროდუქტით, იბანავებენ ტბაში, გადაიღებენ ფოტოებს და ა.შ.
ტურის სარეკლამო ინფორმაციაში მოცემულია პროგრამა
- ორგანული პროდუქტების მაღაზიის დათვალიერება (დაჯილდოებულია კონკურსზე – Green Awards Ukraine);
- ექსკურსია ორგანული რძის პროდუქტების საწარმოში;
- ექსკურსია ძეხვის საწარმოში;
- ექსკურსია ბაღებში და მინდვრებში;
- ვახშამი ორგანული პროდუქტებით.
ორგანული ტურისთვის ბილეთის შეძენა შესაძლებელია ელექტრონულადაც. ბილეთის ღირებულება: 500 გრინვა (დაახლოებით 20 აშშ. დოლარი), 16 წლამდე ბავშვებისთვის და წინა წლის სტუმრებისთვის 350 გრინვა.
ორგანულ ტურში მონაწილეობის შემდეგ, როგორც წესი სტუმრები ამ ფერმის წარმოებული პროდუქტის მომხმარებლები ხდებიან (თუ მოეწონათ რა თქმა უნდა). გარდა ამისა საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარება საუკეთესო რეკლამაა.
წარმატებებს გისურვებთ!