კოკრიჭამია ცხვირგრძელა (კარტლისი გირჩევთ)

იცოდით რომ, საქართველოში ყველგანაა გავრცელებული კოკრიჭამია ცხვირგრძელა, მაგრამ ყველაზე უარყოფითად ქართლში მოქმედებს. ძირითადად ვაშლისა და მსხლის კვირტებსა და კოკრებს აზიანებს.

ზოგიერთ წელს მათი დაზიანება 100% აღწევს, ზარალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოუსავლიან წლებში.

როგორ ჩნდება ის?

კოკრიჭამია ცხვირგრძელა ზამთრობს ხოჭოს ფაზაში შტამებსა და გამხმარი ქერქის ქვეშ, ქერქის ნაპრალებში, ჩამოცვენილ ფოთლებში, ნიადაგის ზედა ფენებში.

ხოჭო მოგრძო კვერცხისებურია, სხეულის სიგრძე ხორთუმით 5მმ-ს აღწევს, დაფარულია ნაცრისფერი ბეწვებით, ზედა ფრთებს შუაზე ღია რკალივით მოღუნული ღია მონაცრისფრო ზოლი გასდევს. ფეხები და ულვაშები წითური აქვს, მას ბარძაყზე წაწვეტებული კბილანები გააჩნია, ულვაშები მუხლისებურია.

ვაშლი, მსხალი, ხეხილი, მავნებელი, კოკრიჭამია

როგორ მივხვდეთ რომელია?

მატლი მოღუნულია, მისი სიგრძე 6მმ-ს აღწევს, თავი ბრჭყვიალა მოშავო ან მურა მოყავისფრო, სხეული კი თეთრი, ყვითელი ელფერით, მას ფრთები არ გააჩნია.

გამოზამთრებული ხოჭოები იწყებენ ხეტიალს ხის ვარჯზე და პირველ რიგში აზიანებენ ვაშლის ჯერ გაუღვიძებელ კვირტებს, ხოლო შემდეგ კოკრებს. მატლი შიგნიდან აწებებს გვირგვინის ფურცლებს, სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოყოფილი სეკრეტით, რის გამოც კოკორი ვეღარ იშლება, კარგავს ბუნებრივ ფერს, ხმება და ცვივა. კოკორში მატლის ფაზის ხანგრძლივობა 2-3 კვირაა. ჭუპრიდან გამოსული ახალგაზრდა  ხოჭო გამოღრნის გვირგვინის ფურცლებს და გამოდის გარეთ.

ვაშლი, მსხალი, ხეხილი, მავნებელი, კოკრიჭამია

მავნებელი მეზამთრეობიდან გამოდის გაზაფხულზე, როდესაც ტემპერატურა 60 ასცდება ( ამ დროს ტყეში გარეული შინდი ყვავის) ხოჭოების ინტენსიური კვება იწყება 100C  ტემპერატურის ზევით (ამ დროს მსხლის ჯიში „ბერე-ბოსკის“ კოკრების განცალკევება ხდება) თითო კოკორში თითო კვერცხი იდება, მდედრი ხოჭო 68-85 კვერცხს დებს.

ზრდასრული მატლი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იჭუპრებს იქვე ყვავილში. მაისში ხოჭოები გადადიან დიაპაუზაში და ასე რჩებიან შემოდგომამდე. სექტემბრის ბოლოს ისინი გადადიან მეზამთრეობაში, წელიწადში იძლევა ერთ თაობას.

როგორ შევებრძოლოთ მას?

კოკრიჭამია ცხვირგრძელას წინააღმდეგ ბრძოლა ტარდება ადრე გაზაფხულზე პირველი გამოზამთრებული ხოჭოების გამოჩენისთანავე. შესხურებას ვახდენთ ფოსფორორგანული ჯგუფის პრეპარატით ნურელ დე, სუპერკილ ფორტე.

მოქმედი ნივთიერება (ქლორპირიფოსი 500გ/ლ + ციპერმეტრინი 50გ/ლ)  ჰექტარზე შეგვაქვს 1,5ლიტრი.

ვაშლი, მსხალი, ხეხილი, მავნებელი, კოკრიჭამია

კარტლისი გირჩევთ

მიმდინარე წელს, შიდა ქართლის ბაღების გარკვეულ ნაწილში მოსალოდნელია ცხვირგრძელას ძლიერი გავრცელება, ამიტომ მეხილეებს მოვუწოდებთ განსაკუთრებული ყურადღებისკენ.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.

დამატებითი კითხვებისა და პრეპარატების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანია კარტლისის საიტს (დაკლიკეთ): http://www.cartlis.ge/

რედაქციას არ აქვს კავშირი აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან, პრეპარატების და სხვა დამატებითი ინფორმაციებისთვის ისარგებლეთ ზემოთ მოცემული ბმულით.

თქვენი რეკლამა