ინოვაციური სათესლე მასალები თანამედროვე ფერმერებისთვის

სათესლე

ინოვაციური სათესლე მასალის გამოყენება ხარისხიანი და მაღალი მოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი  წინაპირობაა. რამდენად სწორად და ჯანსაღად განვითარდება მცენარე, როგორ გაუმკლავდება რთულ გარემო პირობებს, დაავადებებსა თუ მავნებლებს – ამ და სხვა გამოწვევების წარმატებით გამკლავება სწორედ სათესლე მასალის თვისებებსა და ხარისხზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მათ შექმნასა და განვითარებაში უდიდესი რესურსი იდება. შედეგად, დღეს ფერმერებს ხელი მიუწვდებათ ინოვაციურ სათესლე მასალებზე, რომლებიც ხასიათდება ისეთი საუკეთესო თვისებებით, რომ მათ გარეშე თანამედროვე აგრომეურნეობა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

რით გამოირჩევა ინოვაციური სათესლე მასალა? როგორ ეხმარება ის ფერმერს შედეგის გაუმჯობესებაში, უხვი მოსავლის მიღებასა და ჯანსაღი პროდუქტის შექმნაში? –  „აგროსფეროსთან“ ერთად ამჯერად ინოვაციურ სათესლე მასალებს მიმოვიხილავთ.

რეზისტენტული დაავადებების მიმართ

ინოვაციური სათესლე მასალების რეზისტენტობა დაავადებების მიმართ, სტანდარტულთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ამგვარი პროდუქციის გამოყენებისას, აღარ არის საჭირო მცენარეთა დაცვის საშუალებების იმ სიხშირითა და ოდენობით გამოყენება, როგორც ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში იქნებოდა აუცილებელი.

მდგრადი სტრესული გარემო პირობებისადმი

ექსტრემალური ამინდი და სხვა სტრესული გარემო ფაქტორები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ფერმერებისთვის. იმას, თუ როგორი იქნება მოსავალი, დიდწილად სწორედ ამინდი განაპირობებს. მართალია, მისი შეცვლა ხელოვნურად შეუძლებელია, თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს ინოვაციური ტექნოლოგიებით შექმნილი ჰიბრიდები, რომლებიც გაცილებით მდგრადები არიან მაღალი ტემპერატურის, გვალვის, ყინვის, ძლიერი თუ მშრალი ქარისა და სხვა გარემო პირობებისადმი. ამასთან ერთად, ინოვაციურ სათესლე მასალებს აქვთ კარგი ადაპტაციის უნარი და ადვილად ერგებიან სხვადასხვა ტიპის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს.

ჯანსაღი ფესვთა სისტემა და ძლიერი სტრუქტურა

სტრესული პირობებისადმი მედეგობასა თუ მავნებელ-დაავადებათა მიმართ რეზისტენტობას განაპირობებს ისიც, რომ ინოვაციური სათესლე მასალები ძლიერ და ჯანსაღ ფესვთა სისტემას ივითარებს. შესაბამისად,  ყალიბდება მცენარის ძლიერი სტრუქტურაც, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მის მედეგობას როგორც უარყოფითი გარემო ფაქტორების, ასევე მავნებელ-დაავადებათა მიმართ. საბოლოდ, მცენარე უფრო მდგრადი და რეზისტენტულია.

ჯანსაღი, ხარისხიანი და უხვი მოსავალი

დაბოლოს, ინოვაციურ სათესლე მასალებს შეუძლიათ ნიადაგში მინიმალური რაოდენობით არსებული ტენის მაქსიმალურად ათვისება, ისევე როგორც მაკრო- და მიკროელემენტების, რაც ხელს უწყობს მცენარის სწორ და ჯანსაღ ზრდა-განვითარებას. საბოლოო პროდუქტიც მაღალხარისხიანია და უფრო ჯანსაღიც, რადგან ამგვარად მოყვანილი პროდუქტი შეიცავს უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას. შესაბამისად, ინოვაციური სათესლე მასალითა და თანამედროვე მიდგომებით მიღებული პროდუქტის კვებითი ღირებულება და გემოვნური თვისებები გაცილებით მაღალია.

ინოვაციური სათესლე მასალების უმსხვილესი მწარმოებლები

ყველაზე მსხვილ და სანდო ინოვაციურ სათესლე მასალების მწარმოებელთა შორის არიან Saatbau, Dekalb, KWS და Nunhems, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე მასალებს. ისინი ფლობენ წამყვან პოზიციებს თავიანთ მიმართულებებში და ინოვაციური სათესლე მასალებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ამარაგებენ. ჩამოთვლილი მწარმოებლების ამოსავალი წერტილი არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაა, არამედ უკვე არსებულის განვითარება.

ინოვაციური სათესლე მასალების მწარმოებელს აერთიანებთ ისიც, რომ მათი საქმიანობა ეფუძნება მდგრადი აგრომეურნეობის განვითარებას. ისინი ზრუნავენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციაზე, რაზეც მათი არაერთი პროექტი მეტყველებს.

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის სადისტრიბუციო კომპანია „აგროსფეროს“ დიდხნიანი თანამშრომლობა აკავშირებს Saatbau-სთან, Dekalb-თან, KWS-სთან და Nunhems-თან. ის მათი ინოვაციური სათესლე მასალებით წლებია უზრუნველყოფს ქართველ ფერმერებს. ახლახან „აგროსფერომ“ საქართველოში ხელმისაწვდომი გახადა Teta Seeds, Cora Seeds-ისა და Genome Seeds-ის პროდუქციაც, რომლებიც ძირითადად ბოსტნეულის სათესლე მასალებს აწარმოებენ.

ასე რომ, ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ ადგილობრივ ბაზარზევე შეიძინონ ინოვაციური სათესლე მასალები ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის და არა მხოლოდ  გაზარდონ მოსავლის ოდენობა, არამედ შექმნან ჯანსაღი და ხარისხიანი ქართული პროდუქცია.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“. https://agrosphere.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ სტატიებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულებით.

თქვენი რეკლამა