
უკრაინაში თვითნგაყოფიერებადი ესპანური ნუშის ჯიშები ჩამოვიდა, ამ ჯიშების საფუძველზე სამრეწველო ბაღების გაშენება დაიწყო. რეგიონებისთვის შეიმუშავეს ჯიშების მოყვანის შესაფერისობის რუკა.
ამის შესახებ „უკრაინის თხილის ასოციაციის“ პრეზიდენტმა, გენადი იუდინმა განაცხადა.
მისი თქმით, ესპანური ნუშის ჯიშები Penta და Macaco უკვე ოფიციალურად არის რეგისტრირებული უკრაინაში და ამჟამინდელი კლიმატური გამოწვევების დროს მაღალი ყინვაგამძლეობა აჩვენეს. ისინი კიროვოგრადის რეგიონში, ნუშის ბაღების სანერგეში გამოსცადეს.
უკრაინელი მკვლევარები ესპანურ სამეცნიერო ცენტრ CEBAS-CSIC-თან თანამშრომლობენ, რომელიც ნუშის მოშენებით 1971 წლიდან არის დაკავებული. ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს უკრაინის რეგიონებისთვის, თვითნგაყოფიერებადი ჯიშების მოყვანის შესაფერისობის რუკა, ძირითადად სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, უკრაინაში დამონტაჟდა კლიმატური სენსორი, რომელიც საათობრივად გადასცემს ტემპერატურის მონაცემებს ესპანეთში არსებულ CEBAS-CSIC სერვერზე. ეს საშუალებას იძლევა ახალი ჯიშებისთვის ოპტიმალური აგროკლიმატური ზონების იდენტიფიცირების.
ესპანელი მკვლევარები ადასტურებენ, რომ გვიანი ყვავილობისა და თვითნგაყოფიერების წყალობით, ეს ჯიშები საიმედოდ იძლევა ნაყოფს არასტაბილურ გაზაფხულის ამინდშიც კი. GF-677 საძირეზე ეს ხეები კომერციული თვალსაზრისით ნაყოფის მოცემას მესამე წლიდან იწყებენ.
სვიტლოვოდსკში გამართული ნუშის საერთაშორისო კონფერენციის დროს, უკრაინის თხილის ასოციაციას, CEBAS-CSIC-სა და უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს შემდგომი სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ.
ასოციაციის მთავარი აგრონომის, ალექსეი ზელენკოს თქმით, ნუშის ბაღების სანერგე უკვე იღებს შეკვეთებს ახალი ჯიშების ნერგებზე. „უკრაინაში ნუშის სამრეწველო კულტივაცია უკვე დაიწყო“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
წყარო: agrotimes.ua
იხილეთ: ნუში – ბიოლოგიური თავისებურებები და მორფოლოგიური ნიშნები