
ესპანეთმა 2024/2025 წლების სეზონზე რეკორდული რაოდენობის – 24.570 ათასი ტონა კიტრის იმპორტი განახორციელა.
იმპორტის ღირებულებამ 27.68 მილიონი ევრო შეადგინა, საშუალო ფასით 1.13 ევრო/კგ.
მაროკომ ესპანეთს 20.11 მილიონი ევროს ღირებულების 18.55 ათასი ტონა კიტრი მიაწოდა, (საშუალო ფასით 1.08 ევრო/კგ.) რამაც მთლიანი იმპორტის 75.5% შეადგინა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთში კიტრის იმპორტი 250%-ით გაიზარდა.
ანდალუსიის მთავრობის ფასებისა და ბაზრის მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, წარმოშობის ქვეყანაში კიტრის საშუალო ფასი, ფრანგული და ალმერიის ჯიშების ჩათვლით, 0.82 ევრო/კგ-ია, რაც მნიშვნელოვნად დაბალია იმპორტირებულ კიტრზე.
FreshPlaza-ს მონაცემებით, პორტუგალია სიდიდით მეორე მიმწოდებელი იყო, რომელმაც 2.3 ათასი ტონა კითრი მიაწოდა (მთლიანი რაოდენობის 9.4%), ღირებულება 2.39 მილიონი ევრო, საშუალო ფასით 1.04 ევრო/კგ. მესამე ადგილზე გერმანია იყო 1.680 ტონით (6.8%), ღირებულება 2.66 მილიონი ევრო, საშუალო ფასით 1.58 ევრო/კგ.
ნიდერლანდები მეოთხე ადგილზე იყო, ესპანეთში 905 491 კილოგრამი კიტრის ექსპორტით, ღირებულება 1.09 მილიონი ევრო, კილოგრამზე 1.21 ევრო. შემდეგ საფრანგეთი 395 091 კილოგრამით, ღირებულება 364 109 ევრო, კილოგრამზე 0.92 ევრო.
საერთო ჯამში, ესპანეთში კიტრის იმპორტის როგორც მოცულობამ, ასევე ღირებულებამ, ცოტა ხნის წინ დასრულებულ სეზონზე, რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია.
წყარო: FreshPlaza
იხილეთ: კიტრის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია