სასარგებლო ხილი და მათი კალორიულობა

ხილი, კალორიულობა, ვიტამინი

ხილის ნებისმიერი სახეობა შეიცავს ვიტამინებს, რომელიც სასარგებლოა ადამიანის ჯამრთელობისთვის.

ქვემოთ მოყვანილია სასარგებლო ხილის ჩამონათვალი და მათი კალორიულობა.

100 გრამი ალუბალი შეიცავს 58 კ კალორიას, აგრეთვე A, B, C,K ჯგუფის ვიტამინებს, K ვიტამინი სასარგებლოა სისხლის მიმოქცევისთვის, ასევე ხელს უწყობს ჭრილობის მალე შეხორცებას.

100 გრამ ასკილში 82 კ კალორიაა და A, C ჯგუფის ვიტამინები.

100 გრამი ატამი შეიცავს 45 კ კალორიას და A, B, C ჯგუფის ვიტამინებს.

100 გრამ ბანანში 60 კ კალორიაა და B ჯგუფის ვიტამინები, რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ანიჭებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმებს და ფრჩხილებს.

100 გრამი ბროწეული შეიცავს 52 კ კალორიას და აგრეთვე A, E, C, B1, და P ჯგუფის ვიტამინებს, ასევე მინერალებს რკინა, იოდი, კალციუმი, კალიუმი და სალიციუმს.

100 გრამ გრეიფრუტში 35 კ კალორიაა და დიდი ოდენობით C ჯგუფის ვიტამინები, C ვიტამინი იცავს ორგანიზმს ვირუსისგან, ამაგრებენ გულს, სისხლძარღვების კედლებს.

100 გრამი ვაშლი შეიცავს 44 კ კალორიას და A, B, B1, B2, B5, B9, C, PP, K ვიტამინს. ვიტამინების მთელი შემადგენლობა ამ ხილშია თავმოყრილი.

100 გრამ კივში 46 კ კალორიაა. კივი C ვიტამინის ნამდვილი საბადოა, იგი აგრეთვე შეიცავს A, PP, E, B1, B2 B3 და B6 ჯგუფის ვიტამინებს.

100 გრამი შინდი შეიცავს 41 კ კალორიას, ასევე A და C ჯგუფის ვიტამინებს. A ჯგუფის ვიტამინები სასარგებლოა მხედველობისთვის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის.

100 გრამ მუქ ყურძენში 69 კ კალორიაა და A, B ჯუფის ვიტამინები.

100 გრამი ფორთოხალი შეიცავს 33 კ კალორიას, აგრეთვე A და C ვიტამინებს. ფორთოხალი ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, აღძრავს მადას და ამცირებს დაღლილობას.

100 გრამ მაყვალში 44 კ კალორიაა და დიდი ოდენობით C ვიტამინი.

100 გრამი მარწყი შეიცავს 33 კ კალორიას და აგრეთვე E, C, K,PP, B ჯგუფის ვიტამინებს. მარწყვი ზრდის იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას, ებრძვის სიმსივნესა და ქოლესტერინს, კვებავს კანს, არეგულირებს სისხლის წნევას.

100 გრამ ხურმაში 42 კ კალორიაა, E და D ვიტამინი. D ვიტამინი საჭიროა ორგანიზმისთვის რათა გქონდეთ ძლიერი და ჯამრთელი ძვლები.

ავტორი: ლალი გოგინავა
„ელკანას” რჩევები ბიომეურნეებს.

თქვენი რეკლამა