მზის ენერგიაზე მომუშავე წვეთოვანი სარწყავი სისტემა უზბეკეთში

უზბეკეთში, ტაშკენტის რეგიონის აკკურგანის რაიონში მზის ენერგიაზე მომუშავე წვეთოვანი სარწყავი სისტემა ამოქმედდა. პროექტი განხორციელდა UNDP-ის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

წყლის ამოტუმბვა ხდება ჭაბურღილიდან მზის ენერგიის გამოყენებით. სისტემის სიმძლავრე საკმარისია 3 ჰექტარი მიწის მოსარწყავად.

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამით ტაშკენტის რეგიონის, აკკურგანის რაიონში მზის ენერგიით წვეთოვანი სარწყავი სისტემა ამოქმედდა, იტყობინება Gazeta.uz უზბეკეთში გაეროს განვითარების პროგრამის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, უზბეკეთის სოფლებში, სადაც ბევრი ოჯახი თავის ნაკვეთებზე ბოსტნეულს მოჰყავს, მზარდი წყლის ნაკლებობა სულ უფრო ართულებს ბოსტნეულის კულტურების მდგრადი მოსავლის მიღებას.

აკკურგანის რეგიონი ცნობილია წყლის დაბალი ხელმისაწვდომობით, ამიტომ იგი აირჩიეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის განსახორციელებლად. სისტემა მოიცავს წყლის ტუმბოს, რომელიც ამოტუმბავს წყალს ვერტიკალური სარწყავი ჭაბურღილიდან, მზის პანელებით მიღებული მზის ენერგიის გამოყენებით.

სარწყავი, სისტემა, უზბეკეთში

ამ ეტაპზე სისტემა რწყავს 0,8 ჰექტარ მიწას, რითაც ტრადიციულ სარწყავი მეთოდებთან შედარებით წყლის დაახლოებით 60% დაიზოგება. თუმცა, ამ სარწყავი სისტემის სიმძლავრე საკმარისია 3 ჰექტარი მიწის მოსარწყავად.

მზის პანელებიდან გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგია იყიდება საჯარო ელექტროსისტემაზე, ხოლო გაყიდვიდან შემოსული თანხა გამოიყენება წყლის ჭაბურღილისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მართვისა და ექსპლუატაციისთვის.

სარწყავი, სისტემა, უზბეკეთში

წყარო: EastFruit

თქვენი რეკლამა