ავსტრიაში კარტოფილის უძველესი ჯიში აღადგინეს

ავსტრია, კარტოფილის, ჯიში

Sieglinde-ს კარტოფილი, დიდი ხნის ჯიში, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის წინ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული იყო, ავსტრიულ სუპერმარკეტებში დაბრუნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას freshplaza ავრცელებს.

ორგანული კარტოფილი SPAR-ის, EUROSPAR-ის და INTERSPAR-ის მაღაზიებში კილოგრამი 1,99 ევროდ იყიდება.

ჯიშის აღორძინებას ბურგენლანდიდან ფერმერები პრისკასა და ერიხ სტეკოვიჩები ხელმძღვანელობენ, რომლებიც ტრადიციული კულტურების შენარჩუნებით არიან ცნობილები.

„ოდესღაც, ავსტრიაში ხალხი არ ამბობდა: „კარტოფილს ვიყიდი“, არამედ ამბობდნენ: „Sieglinde-ს ვიყიდი“. ჩვენ გვსურს ბავშვობის გემოს დაბრუნება“, – აღნიშნა ორგანულმა ფერმერმა და SPAR-ის პარტნიორმა ერიხ სტეკოვიჩმა.

მისი თქმით, ჯიში დავიწყებას მიეცა კულტივაციის სირთულეების გამო: წვიმიანი ამინდი ზრდის მოსავლის დაკარგვის რისკს. Sieglinde-ს აღორძინება შესაძლებელი გახდა საცალო ვაჭრობის მხარდაჭერის წყალობით, რომლებიც ფერმერებს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

Sieglinde გამოირჩევა მკვრივი ტექსტურით, თხელი კანით და ნაზი არომატით. ეს თვისებები მას სალათების, კარტოფილის პიურესა და შემწვარი კარტოფილისთვის შესაფერისს ხდის.

Foto © SPAR

თქვენი რეკლამა