ვანი განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში

ვანი

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ვანში დასრულდა ქალაქის განახლების სამუშაოების მეორე ეტაპი.

ვანი ერთ-ერთი გამორჩეულია განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, ვინაიდან აქ პირველი და მეორე ფაზის სამუშაოები უკვე დასრულებულია, განახლდა 35 შენობა და 3 სკვერი.

ამავდროულად, რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო განათება, საირიგაციო და სხვა საინჟინრო სისტემები. განახლდა სატრანსპორტო კვანძი, რომელმაც უფრო უსაფრთხო გახადა გადაადგილება. კიდევ მრავალი სხვა კომპონენტია, რაც რეალურად განახლებულ ვანს წარმოადგენს.

პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა თამარ მეფის ქუჩას, შეიცვალა საცხოვრებელი სახლის ღობეები , ჭიშკრები, მოეწყო ტროტუარები.ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე სკვერს.

პროექტის შემდგომ ეტაპზე მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ქუჩების ნაწილი, დაირგო მარადმწვანე მცენარეები. აღნიშნულ ტერიტორიაზე რეაბილიტირდა როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე კომერციული ფართების ფასადები, შეიცვალა სახურავები, ღობეები და ჭიშკრები. მოეწყო განათებები, სრულად განახლდა თავისუფლების ქუჩაზე მდება რე სკვერი. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გივი ყიფიანის სახელობის ტყე-პარკს.

განახლდა არსებული ინფრასტრუქტურა, აღდგა ძველი გადმოსახედი კოშკი, მოეწყო დასასვენებელი ლოკაციები, როგორც უფროსებისთვის ასევე ბავშვებისთვის. დასრულდა თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სკვერისა და მასში განთავსებული შენობის რეაბილიტაცია, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და ტურიზმის ცენტრი განთავსდა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

თქვენი რეკლამა