მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება

მაღალმთიან

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება 20 ივნისს იწყება.

თუ გსურთ მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება, ისარგებლეთ სახელმწიფო თანადაფინანსებით.

თანადაფინანსება არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს შეადგენს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს

მამაკაცებისთვის 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალებისთვის 18-დან 40 წლის ჩათვლით, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ით თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.

პროგრამაში განაცხადების მიღება 20 ივნისს დაიწყება.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ (დაკლიკეთ) ბმულზე:
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

თქვენი რეკლამა