საქართველოს ზღაპრული კუთხე რაჭა, საოცარი ბუნებით, კლიმატით, კავკასიონის მყინვარებით, რეგიონისთვის დამახასიათებელი სამზარეულოთი და სტუმართმოყვარე რაჭველებით, ნამდვილი სამოთხეა მთაში დასვენების მოყვარულებისა და თავგადასვლების მაძიებლებისთვის.
კავკასიონის მთების ძირში, რიონის სათავესთან ახლოს მდებარე სოფელი ღები, სწორედ ის ადგილია, სადაც შესაძლებელია სრულად შეიგრძნო მაღალმთიანი რაჭა თავისი ყველა უნიკალური თვისებებით. ადგილობრივი მაცხოვრებლები, ომარ ლობჯანიძე და მისი მეუღლე მალგორჟატა უკვე 7 წელია ღებში ტურისტებს მასპინძლობენ.
„Ghebi Adventure Holidays“-ამ სახელითაა ცნობილი მათი საოჯახო სასტუმრო, რომელიც ვიზიტორებს სათავგადასავლო და გასტრო ტურებს, ლაშქრობებს, კულინარიულ მასტერკლასებს, იზოთერაპიას, საცხენოსნო და მთის უსაფრთხოების ტრენინგებს სთავაზობს. სახლი სასტუმრო, რომელიც ოჯახმა დონორების დახმარებით გაარემონტა და აღჭურვა, 15 სტუმარზეა გათვლილი და წელიწადის ყველა სეზონზე მასპინძლობისთვის მზადაა.
მალგორჟატამ, საქართველოში არაერთი ვიზიტის შემდეგ, ადგილობრივი მთები, ექსტრემალური საფეხმავლო ბილიკები და საცხენოსნო მარშრუტები შეისწავლა და განავითარა. სათავგადასავლო ტურიზმში კომპეტენციას დაემატა ომარ ლობჯანიძის ადგილობრივი გარემოს, ისტორიისა და ტრადიციების ცოდნა, რამაც განაპირობა ბიზნეს იდეის დაბადება.
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, „Ghebi Adventure Holidays“-სთვის მნიშვნელოვანი და გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დახმარება განხორციელდა.
„დონორების დახმარებით სათავგადასვლო ტურიზმისთვის საჭირო აღჭურვილობა და ნივთები გადმოგვეცა, რაც მოვითხოვეთ იყო კარვები, საძილე ტომრები, ჯიპიესები, რაციები, ჩვენ გვაქვს საუნა და პროექტის ფარგლებში გადმოგვეცა დუშ-კაბინაც და ასევე სხვადასხვა ინვენტარი, რომელიც მთაში შეგვიძლია გამოვიყენოთ”- ყვება მხარდაჭერის შესახებ ომარ ლობჯანიძე.
„Ghebi Adventure Holiday” წლის ყველა სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს: ზამთარში სტუმრებს, სთავაზობენ ფრირაიდს-გაუკვალავ თოვლში, ექსტრემალურ გზებზე თავისუფალ დაშვებას, და ციგით სრიალს ხარების გაწევით სთავაზობენ გართობის ეს სახეობა, განსაკუთრებით ასაკოვან და შშმ პირებს მოსწონთ, რომლებსაც ძალიან უყვართ ზამთარი, მაგრამ თხილამურებით სრიალი ფიზიკურად არ შეუძლიათ.
„რაჭაში ჯერ კიდევ დაუზიანებელი და ლამაზი ბუნებაა, მზგავსი ადგილი დედამიწაზე დღეს უკვე ძალიან ცოტაა. ცადაზიდული მთები, ულამაზესი მწვერვალები და მყინვარები, უგემრიელესი ქართული სამზარეულო, სტუმრის მიღება-მასპინძლობის ტრადიცია რაჭას მოგზაურობის მოყვარულთა სამოთხედ აქცევს”-ამბობს საქართველოზე უზომოდ შეყვარებული მალგორჟატა.
საზაფხულო ტურებიდან საინტერესოა 7 დღიანი ლაშქრობა ცხენებით, ველურ ბუნებაში, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, მდინარე ჩვეშურასა და ნოწარას ხეობაში. ტური რამდენიმე აქტივობას აერთიანებს: ცხენოსნობას, ტრეკერინგს (ექსპედიცია), კლდეზე ცოცვას, გადარჩენის მინიმალური უნარების გამომუშავებას, იზოთერაპიას (იგივე ცხენებით თერაპია) და საველე სემინარებს.
დონორების დახმარებამ, განვითარების საფუძველი და სტიმული გააჩინა. კერძოდ, ომარ ლობჯანიძის და მალგორჟატას უახლოეს გეგმაში, ახალი, კომფორტული სასტუმრო სახლის მოწყობა, ბიოპროდუქტების წარმოება, ახალი ტურისტული მარშრუტების მომზადება-მოწყობა და უკვე არსებული მთის მარშრუტების და ბაზების შენარჩუნებაა.
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, „Ghebi Adventure Holiday” საქართველოს მაღალმთიან რეგიონში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია და სრულიად დამსახურებულად, დღესდღეობით ღები, მიუხედავად მკაცრი ბუნებრივი პირობებისა, ტურისტულ რუკაზე უკვე საკუთარ ადგილს იკავებს.
პროექტი GRETA